Aa
Aa

WEEKEND-ის მიმოხილვა

სანაკრებო პაუზის შემდეგ, უიკენდზე ფეხბურთის ქომაგებს საკლუბო ფეხბურთი დაუბრუნდა. წამყვან ევროპულ ჩემპიონატებში ბევრი საინტერესო შეხვედრა გაიმართა.


***
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-5 ტურის შეხვედრაში "პსჟ"-მ "მეცი" სტუმრად 5-1 გაანადგურა.

პარიზელთა რიგებში თავისი პირველი მატჩი ჩაატარა კილიან მბაპემ, რომელმაც დებიუტი გოლით აღნიშნა.

შხვედრაში ანგარიში 31-ე წუთზე გაიხსნა. ნეიმარის მოხდენილი გადაცემის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე მბაპე და კავანი აღმოჩნდნენ. საბოლოოდ ურუგვაელმა ფორვარდმა ანგარიში გახსნა.

37-ე წუთზე რივიერის გარღვევის შემდეგ, საჯარიმოში ყველას მეთიუ დოსევმა დაასწრო და წონასწორობა აღადგინა.

59-ე წუთზე კილიან შეტევა კილიან მბაპემ წამოიწყო, რომელმაც ნეიმარს უპასა. მცველის მოგერიებული ბურთი უკან ისევ მბაპეს მიუვიდა და ფრანგმაც თავისიანები წინ გაიყვანა.

ათი წუთის შემდეგ, თავისი გოლი ნეიმარმაც გაიტანა. ბრაზილიელმა საჯარიმომდე მიისეირნა და მოხდენილი დარტყმით ანგარიში გაზარდა.

75-ე წუთზე, მასპინძელთა დაცვამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, რითიც კავანი ისარგებლა და დუბლი გაიფორმა.

87-ე წუთზე, ნეიმარი-მუნიეს კომბინაციას ლუკას მოურას გოლი მოჰყვა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.


***
თავისი შეხვედრა მოიგო "ნიცამ", რომელმაც მოქმედი ჩემპიონი "მონაკო" 4-0 დაამარცა.

ანგარიში მე-6 წუთზე გაიხსნა. "მონეგასკთა" დაცვის უხეში შეცდომის შედეგად მასპინძლებს თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მიეცათ, რომელიც გოლად მარიო ბალოტელიმ აქცია.

მე-18 წუთზე, "ნიცამ" კონტრშეტევა წამოიწყო, რომელიც პლეამ შესანიშნავად დაასრულა და თავისიანები ორი ბურთით დააწინაურა.

მე-60 წუთზე, მარიო ბალოტელიმ დუბლი გაიფორმა. "სუპერმარიომ" საჯარიმოში გამჭოლი გადაცემის შემდეგ მცველებს დაასწრო და გატანა არ გასჭირვებია.

85-ე წუთზე, "მონაკოს" დაცვა ისევ ჩავარდა. კონტრშეტევა იგნაციუსმა დააგვირგვინა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.



***
ლა ლიგაში წარუმატებელ სხვლას განაგრძობს მადრიდის "რეალი", რომელმაც ამჯერად "ლევანტეს" დამარცხება ვერ მოახერხა.

მე-12 წუთზე, სტუმრების კუთხურის შემდეგ საჯარიმოში კარვახალს ჩამოეძინა, რითიც ივი ლოპესმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა.

36-ე წუთზე, კუთხურის შემდეგ "რეალმა" წონასწორობა აღადგინა. რამოსის თავურის შემდეგ ბურთი ცარიელ კართან მდგარ ლუკას ვასკესს მიუვიდა, რომელსაც გატანა არ გასჭირვებია.

მეორე ნახევარში მადრიდელების უპირატესობა უფრო აიზარდა, თუმცა ზიდანის გუნდმა რეალური საგოლე მომენტი ვერ შექმნა და 2 ქულა დაკარგა.



***
თავისი მატჩი მოიგო "ბარსელონამ", რომელმაც კატალონიურ დერბიში "ესპანიოლი" გაანადგურა.

ანგარიში 26-ე წუთზე ლეო მესიმ გახსნა. ივან რაკიტიჩის ზუსტი გადაცემის შემდეგ არგენტინელმა მცველებს გვერდი მოხდნეილად აუარა და მეკარე უშანსოდ დატოვა. უნდა აღინიშნოს, რომ მესი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც გვერდითმა არბიტრმა ვერ შენიშნა.

35-ე წუთზე, მესის წამოწყებული შეტევა ალბამ გააგრძელა, რომელმაც მახვილგონივრულად ითამაშა და ბურთი მესის დაუბრუნა, რომელმაც დუბლი გაიფორმა.

67-ე წუთზე, მასპინძელთა ლამაზი შეტევა მესის ჰეთ-თრიკით დასრულდა. ასისტენტის როლში კვლავ ხორდი ალბა მოგვევლინა.

87-ე წუთზე, რაკიტიჩის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, ყველას პიკემ დაასწრო და ტაბლოზე 4-0 დააფიქსირა.

90-ე წუთზე, ტერ შეტეგენის ზუსტი პასის შემდეგ ცენტრში ტექნიკურად ითამაშა ანდრე გომეშმა, რომელმაც მარჯვენა ფლანგზე უსმან დემბელეს უპასა, ფრანგმა ერთი შეხებით ლუის სუარესი დასარტყმელ პოზიციაზე დატოვა. ურუგვაელს გატანა არ გასჭირვებია.

საბოლოოდ 5-0 და "ბარსელონა" "რეალს" უკვე 4 ქულით გაექცა.



***
პრემიერლიგის მე-4 ტურის ცენტრალურ მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" "ლივერპულს" უმასპინძლა და 5-0 გაანადგურა.

ანგარიში 24-ე წუთზე გაიხსნა. კევინ დე ბრუინეს ზუსტი გადაცემის შემდეგ, სერხიო აგუერო მინოლესთან ერთი-ერთზე დარჩა, გვერდი მარტივად აუარა და ანგარიში გახსნა.

37-ე წუთზე ზღვარსგადასული უხეშობის შემდეგ მოედნიდან სადიო მანე გააძევეს, რომელმაც "ქალაქელთა" გოლკიპერს ედერსონ გაშლილი ფეხი სახეში ჩაარტყა.

10 კაცით დარჩენილმა "ლივერპულმა" ტაიმის მიწურულს მე-2 გოლიც გაუშვა. საგოლე გადაცემა კვლავ დე ბრუინემ მიითვალა, რომელის პასის შემდეგაც გაბრიელ ჟესუსმა სიმონ მინოლეს თავით გაუტანა.

53-ზე წუთზე, ერთი-ერთზე გასულმა აგუერომ უკეთეს პოზიციაში მყოფ ჟესუსს გადააწოდა, რომელმაც მარტივად გაიტანა.

77-ე წუთზე, სანესა და მენდის ორსვლიანი კომბინაცია გერმანელის გოლით დასრულდა.

შეხვედრას წერტილი იმავე სანემ დაუსვა. 91-ე წუთზე ახალგაზრდა გერმანელმა ულამაზესი დარტყმის შედეგად საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.



***
თავისი მატჩი მოიგო ლონდონის "ჩელსიმ", რომელმაც სტუმრად "ლესტერი" დაამარცხა.

ანგარიში 41-ე წუთზე გაიხსნა. ასპილიკუეტას გადაცემის შემდეგ, ალვარო მორატამ მეორე სართულზე ორთაბრძოლა ვეს მორგანს მოუგო თავისიანები დააწინაურა.

50-ე წუთზე ნგოლო კანტემ თავისი ყოფილიგ უნდის კარი დალაშქრა. ფრანგმა ფეხბურთელმა შორეული უზუსტესი დარტყმით "ჩელსის" უპირატესობა ორამდე გაზარდა.

62-ე წუთზე, თავისი წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გოლად ჯეიმი ვარდიმ აქცია.

სულ ეს იყო. დაძაბული ბოლო წუთების მიუხედავად ანგარიში აღარ შეცვლილა.



***
ნამდვილი თრილერი შედგა "ბრიტანია სთეიდიუმზე", სადაც "სტოკმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა.

ანგარიში 42-ე წუთზე ერიკ მაქსიმ ჩუპო მოტინგმა გახსნა, რომელმაც საჯარიმოში დასწრებაზე ითამაშა და დე ხეა უშანსოდ დატოვა.

ტაიმის მიწურულს, კუთხურის შემდეგ პოლ პოგბას თავური დარტყმა მარკუს რაშფორდს მოხვდა და მასპინძელთა კარის ბადეში აღმოჩნდა.

56-ე წუთზე, მხითარიას შესანიშნავი გადაცემის შემდეგ, რომელი ლუკაკუ ერთი-ერთზე დარჩა. ბელგიელმა მეორე ცდიდან თავისიაები წინ გაიყვანა.

63-ე წუთზე, შაქირის კუთხურის შემდეგ საჰაერო ორთაბრძოლა ჩუპო მოტონგმა მოიგო, რომელმაც დუბლი გაიფორმა - 2-2. "მანჩესტერმა" პირველი ქულები დაკარგა.



***
სერია ა-ს მე-3 ტურის ცენტრალურ მატჩში "ლაციომ" "მილანს" უმასპინძლა და 4-1 დაამარცხა.

ანგარიში 38-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით ჩირო იმობილემ გახსნა.

42-ე წუთზე იმობილემ დუბლი გაიფორმა. მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ იტალიელმა ფორვარდმა, დონარუმას ულამაზესი დარტყმით გაუტანა.

48-ე წუთზე, მასპინძელთა ლამაზი კომბინაცია იმობილეს ჰეთ-თრიკით დაგვირგვინდა.

ზუსტად ერთი წუთის შემდეგ, იმობილე ასისტენტის როლში მოგვევლინა, რომელმაც ლუის ალბერტო დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა და ანგარიში 4-0 გახდა.

56-ე წუთზე ჩალჰანოღლუს გადაცემის შემდეგ, რიკარდო მონტოლივომ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა.



***
ბუნდესლიგის მე-3 ტურის ცენტრალურ მატჩში, "ჰოფენჰაიმმა" მიუნხენის "ბაიერნის" უმასპინძლა და მოულოდნელად 2-0 დაამარცხა.

27-ე წუთზე მასპინძლებმა "ბაიერნის" დაცვის უყურადღებობით ისარგებლეს და მარკ უტმა ანგარიში გახსნა.

51-ე წუთზე, "ჰოფენჰაიმის" ულამაზესი კომბინაციის შემდეგ მიუნხენელთა დაცვა მარტივ მამრავლებად დაიშალა და დასარტყმელ პოზიციაზე დარჩენილმა მარკ უტმა დუბლი გაიფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები