მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„უმარი მერაბს ყველა კომპონენტში სჯობს“ - MMA-ის რუსი მწვრთნელი

MMA-ის რუსმა მწვრთნელმა, რამაზან ისმაილოვმა მერაბ დვალიშვილზე და უმარ ნურმაგომედოვზე ისაუბრა. ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილმა „მანქანასთან“ ჩხუბის სურვილი რამდენჯერმე გამოთქვა და როგორც ისმაილოვი ამბობს, უმარი ყველა კომპონენტში მერაბზე უკეთესია.

„უმარი ტოპ დონის მებრძოლია და მინდა, ხაბიბის შემდეგ, დაღესტანი ღირსეულად მან წარმოაჩინოს. მის დივიზიონში დიდი კონკურენციაა, მაგრამ შონ ომალი უმარის მთავარ კონკურენტებს შორის არაა, სტერლინგსა და დვალიშვილს კი ჭიდაობის ბაზა აქვთ და შეუძლიათ, კონკურენცია გაუწიონ.

ხაბიბის სპორტდარბაზში კარგი ანალიტიკოსები არიან და იციან, ვისთან როგორი ჩხუბის წარმართვაა საჭირო. თუ დვალიშვილი ისე იმოქმედებს, როგორც იანთან, უმარის სამყაროში შეაბიჯებს. მერაბი თეიქდაუნების განხორციელებას შეეცდება და უმარის სახლში აღმოჩნდება, სადაც დომინანტი ის იქნება, ვისაც იმ მომენტისთვის უკეთესი ჭიდაობა ექნება. უმარმა სტრაიკინგში ძალიან მოუმატა და ვფიქრობ, ყველა კომპონენტში მერაბზე უკეთესია. დვალიშვილის ერთადერთი კოზირი დაუჯერებელი კარდიოა, რომლის წყალობითაც, ბევრი რაღაცის გაკეთება შეუძლია. თუ მასზე სუსტი კარდიო გაქვს, მესამე რაუნდის შემდეგ დაიღლები“.

შეგახსენებთ, რომ მერაბს კარიერაში 20 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 16 გამარჯვებაა. „მანქანამ“ ბოლოს პიოტრ იანთან იჩხუბა და მისი დამარცხების შემდეგ, სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის პირველი ნომერი გახდა. UFC-იმ მერაბს უმართან ჩხუბის გამართვა შესთავაზა, მაგრამ ქართველს ტრავმის გამო უარის თქმა მოუწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეი ლონგო: „ყველა ამბობს, რომ სეხუდო მერაბისთვის რთული მეტოქეა, ასე არაა“
რეი ლონგო: „ყველა ამბობს, რომ სეხუდო მერაბისთვის რთული მეტოქეა, ასე არაა“