დევინ ბუკერი, ნიკოლა იოკიჩი, კევინ დურანტი, ჯამალ მიურეი, მაიკლ პორტერ ჯუნიორი, ბრიუს ბრაუნი
Aa
Aa

დურანტმა იოკიჩს ხელი ჰკრა | დენვერმა ფინიქსი გაანადგურა

NBA-ის დასავლეთ კონფერენციის პირველი ნომერი, „დენვერ ნაგეთსი“ „ფინიქს სანსთან“ სერიაში დაწინაურდა. სტუმრად წაგებული ორი მატჩის შემდეგ, „დენვერმა“ საკუთარ კედლებში გამართულ შეხვედრაში იმარჯვა და „სანსი“ 118:102 გაანადგურა.

მატჩის პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და „ნაგეთსის“ 3-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა. გადამწყვეტი მესამე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც „დენვერმა“ 14 ქულით მოიგო და საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებია. მე-3 მეოთხედში მცირე დაპირისპირება მოხდა ნიკოლა იოკიჩსა და კევინ დურანტს შორის. ამ უკანასკნელმა „ჯოკერს“ ხელი ჰკრა, რის გამოც, ტექნიკური ჯარიმა მიიღო.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელს რაც შეეხება, „დენვერის“ რიგებში ყველაზე მეტი, 29 ქულა იოკიჩმა ჩააგდო და 13 მოხსნა და 12 ასისტიც მიითვალა. „ნაგეთსს“ სათადარიგოთა სკამიდან ბრიუს ბრაუნმა 25 ქულა შესძინა, ხოლო ჯამალ მიურეიმ და მაიკლ პორტერ ჯუნიორმა 19-19 ქულა დააგროვეს. „ფინიქსს“ 28 ქულით დევინ ბუკერმა ულიდერა. კევინ დურანტს 26 ქულა, 11 მოხსნა და 7 ასისტი ჰქონდა, დეანდრე ეიტონს - 14 ქულა, 9 მოხსნა.

შეგახსენებთ, რომ „დენვერი“ სერიაში 3:2-ს იგებს და მომდევნო მატჩი არიზონაში გაიმართება. „ფინიქსისა“ და „ნაგეთსის“ მე-6 შეხვედრა თბილისის დროით, 12 მარტს, 06:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მესისთან თამაშზე ვოცნებობ, რონალდუ მისაბაძი ფეხბურთელია“ - მამარდას ინტერვიუ
„მესისთან თამაშზე ვოცნებობ, რონალდუ მისაბაძი ფეხბურთელია“ - მამარდას ინტერვიუ