შოთა არველაძე, გაბრიელ სიგუა
Aa
Aa

არველაძე აიაქსს ესაუბრა - სიგუას რამდენიმე გუნდი აკვირდება

საქართველოს ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ 17 წლის ფეხბურთელის, გაბრიელ სიგუას გადაბირებით რამდენიმე ცნობილი ევროპული გუნდი ინტერესდება.

თურქულ „ტრაბზონსპორთან“ დაახლოებული სააგენტო 61Trabzonhaber-ის ინფორმაციით, სიგუათი „ტრაბზონსპორი“ ფეხბურთელის დამატებაზე აქტიურად ფიქრობს და ბოლო ტურში საქართველოშიც იმყოფებოდნენ, სადაც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, თბილისის „დინამოსა“ და „გაგრას“ შეხვედრას დაესწრნენ და ფეხბურთელის თამაში ადგილზე ნახეს.

სააგენტოს ცნობით, 17 წლის ნახევარმცველს ამსტერდამის „აიაქსიც“ აკვირდება. სტატიაში წერია, რომ ამსტერდამელებს მათი ყოფილი ფეხბურთელი, ლეგენდარული შოთა არველაძე ესაუბრა, ფეხბურთელის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია გაუზიარა.

შეგახსენებთ, რომ გაბრიელ სიგუა თბილისის „დინამომ“ აკადემიიდან მთავარ გუნდში 2022 წლის ზაფხულში დააწინაურა და ახალგაზრდა ფეხბურთელმა უკვე ეროვნულ ნაკრებშიც მოასწრო თამაში. 17 წლის სიგუამ ნაკრების მაისური 25 მარტს, მონღოლეთთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მოირგო. ამავდროულად, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გაბრიელ სიგუას დიდი მომავალი აქვს.

ახალგაზრდა ნახევარმცველმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა | კვარა ერთი საფეხურით დაქვეითდა
Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა | კვარა ერთი საფეხურით დაქვეითდა