მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„აქვე გეჩხუბები“ - ფანმა სცადა, მერაბთან ეჩხუბა, მანქანამ ყურადღება არ მიაქცია

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი ნიუ ჯერსიში იმყოფება, სადაც მისი მეგობარი, ალჯამეინ სტერლინგი იჩხუბებს და საჩემპიონო ბრძოლაში ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება. რამდენიმე საათის წინ, ჩხუბისწინა პრესკონფერენცია გაიმართა და „მანქანას“ გულშემატკივრებთან მცირე ინციდენტი მოუვიდა.

დვალიშვილი ქომაგებთან ფოტოებს იღებდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ფანმა მასთან ჩხუბი მოისურვა. „აქვე გეჩხუბები. მოდი, აქვე ვიჩხუბოთ“, - უთხრა გულშემატკივარმა „მანქანას“, რაზეც მერაბმა მოუწოდა, დამშვიდებულიყო და მოეკეტა.

ამასთან დაკავშირებით, დვალიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და განაცხადა: „ტოქსიკურ ადამიანებთან აღარ ვჩხუბობ“. მერაბმა რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტზე გაამახვილა ყურადღება, როცა ტრიბუნებზე აძვრა, რათა გულშემატკივართან ეჩხუბა.

შეგახსენებთ, რომ მერაბს კარიერაში 20 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 16 გამარჯვებაა. „მანქანამ“ ბოლოს პიოტრ იანთან იჩხუბა და მისი დამარცხების შემდეგ, სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის პირველი ნომერი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კლუბი მიაგდო და გაიქცა“ - რუსული გამოცემის სტატია ხვიჩაზე
„კლუბი მიაგდო და გაიქცა“ - რუსული გამოცემის სტატია ხვიჩაზე