ლუჩანო სპალეტი, არიგო საკი
Aa
Aa

საკი: სპალეტიმ შეძლო ბიჭები დაერწმუნებინა, რომ მას გაჰყოლოდნენ

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა არიგო საკიმ, „ნაპოლის“ ჩემპიონობის შემდეგ, ლუჩანო სპალეტის გუნდის სეზონი შეაფასა და თავისი მოსაზრება დააფიქსირა.

„პირველ რიგში, ნაპოლიმ გაიმარჯვა ინდივიდთან მიჯაჭვულობით, იმ ინდივიდთან, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი იყო. მარადონა ამ გუნდის შუქურა იყო. თუ ის არ იქნებოდა, არ იქნებოდა სინათლეც. ამჯერად ნაპოლიმ ეს გააკეთა კოლექტიური თამაშით, გუნდურობით და ამ ფაქტორების ჯამის შედეგად. ჩემთვის ეს ხარისხის მხრივ წინ მნიშვნელოვანი ნახტომი იყო. სპალეტი ნამდვილი ოსტატია.

სპალეტიმ აირჩია თამაში, გუნდს მისცა სტილი და შეძლო ბიჭები დაერწმუნებინა, რომ მას გაჰყოლოდნენ. მას საკუთარი იდეების ყოველთვის სჯეროდა, ის არასდროს ეძებდა კომპრომისს საკუთარ ტაქტიკასა და სტრატეგიას შორის.

ნაპოლიმ მცირე გამონაკლისის გარდა, კარგად ითამაშა. სპალეტიმ აჩვენა გაკვეთილი - თუ, შენ თამაშობ შენს თამაშს და მეტოქეს არ ელოდები და თუ შენ ამას სწორად გააკეთებ, გეძლევა უკეთესი შანსი, მიიღოთ წარმატება“.

- განაცხადა საკიმ Gazzetta dello Sport-თან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბევრი მატჩის ბედი გადაწყვიტა“ - ნაპოლის კაპიტანი კვარას აქებს
„ბევრი მატჩის ბედი გადაწყვიტა“ - ნაპოლის კაპიტანი კვარას აქებს