ყველაზე მეტი გოლი 1 სეზონში - ჰოლანდმა პრემიერ ლიგის რეკორდი მოხსნა
პრემიერ ლიგის 33-ე ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ „ვესტ ჰემს“ უმასპინძლა და 3:0 დამარცხდა.
პეპ გუარდიოლას გუნდმა „არსენალს“ 1 ქულით გაასწრო და გარდა ამისა ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული, რაც მათ საჩემპიონო შანსებს ერთიორად ზრდის.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, „ვესტ ჰემი“ „სიტის“ კარგა ხანს უწევდა წინააღმდეგობას, თუმცა ნათან აკეს თავური დარტყმის შედეგად სტუმართა დაცვა ჩამოიშალა და „ქალაქელებმა“ მორიგი მარტივი სამი ქულა გაიფორმეს.
მეორე და მესამე გოლები ჰოლანდმა და ფოდენმა გაიტანეს, თუმცა ნორვეგიელის ბურთი ისტორიული იყო. ერლინგი პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლის გამტანი მოთამაშე ოფიციალურად გახდა.
ნორვეგიელმა 33 ტურში 35 გოლის გატანა შეძლო, რაც რეკორდია. აქამდე 34-34 გოლი ენდი კოულსა და ალან შირერს ჰქონდათ გატანილი, თუმცა ისინი 22-გუნდიან და 42 ტურიან ჩემპიონატში თამაშობდნენ, ჰოლანდმა კი ამის გაკეთება 20-გუნდიან სისტემაში შეძლო და ჯერ კიდევ სეზონი დასრულებული არ არის.
„სიტი“ მომდევნო ტურში 6 მაისს „ლიდსს“ უმასპინძლებს, რის შემდეგაც 9 მაისს მადრიდში „რეალის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი ელით.