ფაბრიციო რომანო: გადაწყვეტილია - მესი პსჟ-დან მიდის
Aa
Aa

ფაბრიციო რომანო: გადაწყვეტილია - მესი პსჟ-დან მიდის

პსჟ-სა და ლეო მესის გზები როგორც ჩანს საბოლოოდ გაიყო. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ექსკლუზიურად წერს, რომ არგენტინელმა პარიზელებს კონტრაქტის გაგრძელებაზე ოფიციალური უარი უთხრა და მან ეს 1 თვის წინ გააკეთა.

რომანო წერს, რომ მესის მამამ ხორხემ კლუბს გადაწყვეტილების შესახებ ერთი თვის წინ აცნობა.

როგორც ცნობილი გახდა, გუშინ მესის საუდის არაბეთში ვიზიტის გამო პსჟ-მ ლეო 2 კვირით გუნდიდან მოკვეთა. ის 2 მატჩს და ყველა ვარჯიშს გამოტოვებს.

პარიზელები ამით არ კმაყოფილდებიან და ლეოს ქცევის გამო ბონუსის გამორთმევას უპირებენ. საუბარია „კარგი ქცევის“ ბონუსზე, რომელიც კონტრაქტით არის გათვალისწინებული. ამ გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა, არგენტინელის მხარე არ ეთანხმება.

ხსენებული „კარგი ქცევის“ ბონუსები სხვა პარიზელი ფეხბურთელების, კერძოდ, ნეიმარის კონტრაქტშიც შედის. ასეთი ქცევა გულისხმობს „ზრდილობას, პუნქტუალურობას, კეთილგანწყობას და გულშემატკივრებისადმი გახსნილობას“. გარდა ამისა, კონტრაქტის ეს პუნქტი მოიცავს პსჟ-ს საჯარო კრიტიკის აკრძალვას.

რეალურად რა მოხდა და რატომ დააჯარიმეს მესი?

მესი საუდის არაბეთში ტურიზმის ამბასადორია და ეს უკვე 2 წელია ასეა. მის ხელშეკრულებაში წერია, რომ წელიწადში ერთხელ ლეო საუდის არაბეთში რამდენიმე დღით უნდა ჩავიდეს. არგენტინელმა ხსენებული ვიზიტი რამდენიმე თვის წინ, კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე გადადო და მან ეს ორჯერ გააკეთა.

ამჯერად ლეოს სხვა გზა აღარ ჰქონდა და მას წასვლა უწევდა. ლეომ იცოდა, რომ კვირას გასამართი მატჩის შემდეგ, ფეხბურთელებს დასვენების 2 დღე ექნებოდათ და „ლა პულგამ“ კლუბს საუდის არაბეთში ვიზიტის შესახებ აცნობა.

პსჟ-მ უკვე გზაში მყოფ მესის აცნობა, რომ ორშაბათს მოულოდნელად ვარჯიში ჩაინიშნა, თუმცა ლეო უკვე უკან მობრუნებას ვეღარ შეძლებდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი „ინსაიდერი“ გასტონ ედული ავრცელებს.

ყველაფერი ამის შემდეგ დაიწყო და პარიზელთა მხრიდან მესის დასჯა, ლეოს მიერ კონტრაქტზე უარის თქმით არის განპირობებული, რომელზეც ფეხბურთელმა უარი როგორც ირკვევა 1 თვის წინ თქვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როცა კვარა ამას გააკეთებს, მომაკვდინებელი გახდება“ - სპალეტი მატჩის წინ
„როცა კვარა ამას გააკეთებს, მომაკვდინებელი გახდება“ - სპალეტი მატჩის წინ