ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ოსიმენმა არჩევანი გააკეთა | მისი რჩეული ბაიერნია

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, „ნაპოლის“ ფეხბურთელის, ვიქტორ ოსიმენის გადასაბირებლად დიდი ბრძოლა იქნება გაჩაღებული. ნიგერიელი თავდამსხმელით ევროპული ფეხბურთის გრანდები ინტერესდებიან და იგი „მანჩესტერ იუნაიტედს“, „არსენალს“, „ჩელსის“, „ბაიერნსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ დაუკავშირეს.

იტალიური გამოცემების ინფორმაციით, მთავარი ფავორიტები „ბაიერნი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ არიან და არჩევანი 24 წლის ნიგერიელმა უნდა გააკეთოს. Calciomercato-ს თუ დავუჯერებთ, ვიქტორმა გადაწყვეტილება გააკეთა და უპირატესობას „რეკორდმაისტერს“ ანიჭებს.

Calciomercato-ს ცნობით, ოსიმენს „ბაიერნისადმი“ სიმპათიები აქვს და გერმანული გრანდი მისი სიის სათავეში იმყოფება. საინტერესოა, რომ წარსულში ზუსტად იმავეს პრემიერ ლიგაზე წერდნენ და აცხადებდნენ, რომ ოსიმენის პრიორიტეტი „ნისლიან ალბიონზე“ გადასვლა იყო.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორს ფენომენალური სეზონი აქვს და სერია A-ს მიმდინარე სეზონში გამართულ 25 შეხვედრაში, 21 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გიორგი წიტაიშვილი: „ლეხში დარჩენას არ ვაპირებ“
გიორგი წიტაიშვილი: „ლეხში დარჩენას არ ვაპირებ“