კიმს სავალდებული ჯარის გავლა უწევს - რატომ არის ეს ნაპოლისთვის კარგი?
Aa
Aa

კიმს სავალდებული ჯარის გავლა უწევს - რატომ არის ეს ნაპოლისთვის კარგი?

„ნაპოლის“ დაცვის ლიდერს კიმ მინ ჯაეს ზაფხულში 3-კვირიანია სავალდებულო სამხედრო წვრთნის გავლა მოუწევს.

calcionapoli1926-ის ცნობით, კიმი სახმრეთ კორეის კანონმდებლობის თანახმად, სავალდებულო სამხედრო წვრთნას ივნისიდან ივლისამდე გაივლის. კერძოდ, მას 3-კვირიანი საბაზისო სამხედრო მომზადების გავლა მოუწევს.

მსგავსი რამ „ტოტენჰემის“ შემტევს სონ ჰიონ მინსაც მოუწია, რომელმაც სამხედრო წვრთნა 2020 წელს გაიარა.

კიმის შემთხვევაში შესაძლოა „ნაპოლისთვის“ ეს კარგი ამბავიც იყოს, რადგან კორეელ მცველს კონტრაქტში უწერია, რომ 2023 წლის 1-დან 15 ივლისამდე მის მსურველ კლუბებს ფეხბურთელის შეძენა 50 მილიონ ევროდ შეეძლებათ. ამ მონაკვეთში კი კიმი ჯარში იქნება და დიდი ალბათობით ტრანსფერისთვის არ ეცლება და ის მიუწვდომელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის კიმმა „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ს მიმდინარე სეზონში 30 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარამ საკას აჯობა და რაშფორდთან გამოვარდა | Marca-ს მსოფლიო ნაკრები
კვარამ საკას აჯობა და რაშფორდთან გამოვარდა | Marca-ს მსოფლიო ნაკრები