სერხიო ბუსკეტსი
Aa
Aa

ბუსკეტსმა მესისთან საუბრის შემდეგ ბარსელონაში დარჩენა გადაწყვიტა

ბოლო დღეებში „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა ტრანსფერების მხრივ და ასევე ამჟამინდელ ფეხბურთელთა ხელშეკრულებების მხრივ საგრძნობლად გააქტიურდა.

კატალონიელები მესის დაბრუნებას და რამდენიმე ლიდერთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავენ და მუშაობა უკვე დაწყებულიც აქვთ.

ესპანური As-ი წერს, რომ სერხიო ბუსკეტსმა ლეო მესისთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტა, რომ „ბარსელონაში“ კიდევ მინიმუმ 1 სეზონით დარჩეს.

რამდენიმე დღის წინ, მესი ბარსელონაში ჩავიდა, ბუსკეტსთან და ალბასთან ერთად ივახშმა, რის შემდეგაც ესპანელმა ნახევარმცველმა „ბლაუგრანაში“ დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.

წყაროს ცნობით, ბუსკეტსი 1+1 სისტემით კონტრაქტს გააფორმებს და ამჟამინდელ ანაზღაურებას საგრძნობლად შეიმცირებს.

As-ი წერს, რომ მესის გუნდში დაბრუნება ამ ყველაფრის მთავარი ფაქტორია. კლუბს სურს, რომ ბუსკეტსმა გადაწყვეტილება ოფიციალურად რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს. კლუბი სახელფასო ჭერის საგრძნობლად დაწევას გეგმავს.

აქვე გეტყვით, რომ მესის შესაძლო დაბრუნების ფონზე გუნდში შემცირებული ანაზღაურებით დარჩენას ხორდი ალბაც გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალია აკვირდება - Calciomercato-ს სტატია მიქაუტაძეზე
იტალია აკვირდება - Calciomercato-ს სტატია მიქაუტაძეზე