ლიონელ მესი, გუტი
Aa
Aa

გუტი: მესის ბარსელონაში დაბრუნება სწორი არ იქნება

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, გუტი ერნანდესმა ესპანურ მედიასთან ლეო მესის „ბარსელონაში“ შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კატალონიური კლუბის მხრიდან ეს სწორი ნაბიჯი არ იქნება.

რას ამბობს გუტი:

ვფიქრობ, მესის „ბარსელონაში“ დაბრუნება სპორტული თვალსაზრისით სწორი ნაბიჯი არ იქნება, რადგან ეს ნიშნავს დაბრუნებას წარსულში, როდესაც გუნდი ერთ მოთამაშეზე იყო დამოკიდებული, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ახლა, ისინი ქმნიან ახალ კლუბს ახალი მოთამაშეებითა და ახალი სახეებით.

ვფიქრობ, ეს ამ მოთამაშეებისთვისაც არ იქნება კარგი. მით უმეტეს, გუნდში რობერტ ლევანდოვსკია და არ ვიცი, როგორ შეეწყობიან ისინი ერთმანეთს. თუმცა, მესის დაბრუნება და იმის ცოდნა, რომ შეუძლია კარიერა „ბარსელონაში“ დაასრულოს, გუნდისთვის უფრო დიდ იმედებს ამყარებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად იწერება ლეო მესის „ბარსელონაში“ შესაძლო დაბრუნების შესახებ. გავლენიანი ესპანური სააგენტოების ინფორმაციით, „ბლაუგრანას“ წარმომადგენლები ფეხბურთელის გარემოცვასთან უკვე მუშაობენ წინასწარი კონტრაქტის პირობებზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Goal.com-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა - რომელ ადგილზეა კვარაცხელია
Goal.com-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა - რომელ ადგილზეა კვარაცხელია