ილია თოფურია
Aa
Aa

„განსაკუთრებული ვარ, ემეტს დავამარცხებ“ - ილია თოფურია

MMA-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია, თავის ძმასთან, ალექსანდრე თოფურიასთან ერთად, ცნობილი სატელევიზიო გადაცემის, LA Resistencia-ს სტუმარი იყო. „ელ მატადორმა“ ბევრ თემაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მომდევნო მეტოქის, ჯოშ ემეტის დამარცხებაში დარწმუნებულია.

„ჩემი მომდევნო მეტოქე რეიტინგის მე-5 ნომერი, ჯოშ ემეტია. ჩემთვის ეს მორიგი ჩხუბია, რომელიც მიმაახლოებს იმასთან, რისთვისაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვემზადებოდი. ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დეჟა ვუს განვიცდი, რადგან ეს ყველაფერი ჩემს გონებაში უკვე მოხდა. სხვებისგან სწორედ ეს გამომარჩევს. ბევრ ადამიანს დანახვა სჭირდება, რათა ირწმუნოს. მე ჯერ რწმენა მიჩნდება და შემდეგ ვხედავ.

რა მოხდება ჩემს მომდევნო ბრძოლაში? ის, რაც ჩემს სხვა ბრძოლებში მოხდა. შესაძლოა, ქედმაღალი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებდე, მაგრამ ასე არაა. როცა თავდაუზოგავად შრომობ და უამრავ მსხვერპლს იღებ, მიზნებს აღწევ და თავდაჯერებულობა გიჩნდება. ზოგიერთი მებრძოლი თავისი ოცნებისთვის ყველაფერს არ აკეთებს. ზოგიერთი - უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე სხვები. მათ გარდა, არიან განსაკუთრებული მებრძოლები და მე სწორედ ამ კატეგორიას წარმოვადგენ“.

შეგახსენებთ, რომ ემეტი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია და ტოპ 15-ში მე-5 პოზიციას იკავებს. მას კარიერაში 21 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 18 მოგება და 3 წაგებაა. ემეტმა ბოლოს იაირ როდრიგესთან იჩხუბა და მახრჩობელა ილეთით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კასტელანოსის პოკერი - ჟირონამ რეალს შანსი არ დაუტოვა
კასტელანოსის პოკერი - ჟირონამ რეალს შანსი არ დაუტოვა