ტრეი იანგი, ენტონი ედვარდსი, კარლ-ენტონი თაუნსი, ჯეისონ ტეიტუმი, ჯეილენ ბრაუნი, მარკუს სმარტი, მაიკ კონლი, დერიკ უაითი, დეანდრე ჰანტერი
Aa
Aa

მინესოტა ბოლომდე იბრძვის | ბოსტონმა ატლანტა მესამედ დაამარცხა

აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთმა ფავორიტმა, „ბოსტონ სელთიქსმა“ „ატლანტა ჰოუქსთან“ დაპირისპირებაში გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა. „კელტებმა“ სტუმრად გამართული მატჩი 129:121 მოიგეს და სერიაში 3:1 დაწინაურდნენ.

ჯორჯიელები მთელი შეხვედრის განმავლობაში მდევრის როლში იყვნენ. „ბოსტონმა“ პირველი მეოთხედი 10 ქულით მოიგო და უპირატესობა საფინალო სასტვენამდე შეინარჩუნა. „სელთიქსს“ 31-31 ქულით ჯეილენ ბრაუნმა და ჯეისონ ტეიტუმმა ულიდერა. მარკუს სმარტს 19 ქულა ჰქონდა, ხოლო დერიკ უაითს - 18. „ატლანტას“ რიგებში საუკეთესო ტრეი იანგი იყო - 35 ქულა, 15 ასისტი, 2 ჩაჭრა. დეანდრე ჰანტერმა 27 ქულა დააგროვა, დეჟონტე მიურეიმ - 23.

„ბოსტონისგან“ განსხვავებით, ვერ მოიგო დასავლეთ კონფერენციის ფავორიტმა, „დენვერ ნაგეთსმა“. კოლორადოელებმა „მინესოტა ტიმბერვულვზთან“ ოვერტაიმში წააგეს და მეტოქეს სერიაში ჩამორჩენის შემცირების საშუალება მისცეს - 3:1.

„დენვერი“ სასურველ შედეგთან ახლოს იყო და შეხვედრის დასრულებამდე 12 წამით ადრე, ნიკოლა იოკიჩს საჯარიმოებით თავისი გუნდის დაწინაურება შეეძლო, თუმცა სერბმა 2-დან მხოლოდ 1 სროლა გამოიყენა და ოვერტაიმი დაინიშნა, რომელშიც უკეთესი „მინესოტა“ იყო. „ტიმბერვულვზს“ ენტონი ედვარდსმა ულიდერა - 34 ქულა, 6 მოხსნა, 5 ასისტი. მაიკ კონლის 19 ქულა ჰქონდა, კარლ-ენტონი თაუნსს - 17 ქულა, 11 მოხსნა.

დენვერის რიგებში ყველაზე მეტი, 43 ქულა ნიკოლა იოკიჩის ანგარიშზეა. „ჯოკერს“ 11 მოხსნა, 6 ასისტი და 2 ჩაჭრაც ჰქონდა. ჯამალ მიურეიმ 19 ქულა დააგროვა, ხოლო მაიკლ პორტერ ჯუნიორმა - 15. ცნობისთვის, „დენვერს“ სერიის დახურვა 26 აპრილს შეეძლება და „ბოსტონისა“ და „ატლანტას“ მეოთხე მატჩიც ამ დღესაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მატჩის MVP! - შენგელიას მაგარი თამაში და გამარჯვება სასარისთან
მატჩის MVP! - შენგელიას მაგარი თამაში და გამარჯვება სასარისთან