ორი მსოფლიოს ჩემპიონი - ქართველი მოჭადრაკეების დიდი წარმატება
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ლუკა კილაძე მსოფლიოს 15-წლამდე სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებულია. ლუკამ 9-დან 7 ქულით გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ 2002 წლის შემდეგ პირველად ქართველი მოჭადრაკე ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. 2002 წლის შემდეგ 21 წელი გავიდა და აღნიშნული ჯილდო ლუკა კილაძემ მოიპოვა.
ლუკა კილაძის მწვრთნელები: საერთაშორისო დიდოსტატი ზურაბ სტურუა და საერთაშორისო ოსტატი დავით ზარქუა.
კილაძის მსგავსად აღნიშნულ ასაკში მსოფლიოს ჩემპიონი ანასტასია კირთაძე გახდა. მან 9-დან 7,5 ქულით დამაჯერებლად გაიმარჯვა მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე 15 წლამდე ასაკის გოგონათა შორის.
ანასტასია კირთაძის მწვრთნელი საერთაშორისო დიდოსტატი გიგა ყუფარაძეა.
2011 წლის შემდეგ პირველად ქართველი მოჭადრაკე ქალთა შორის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია.