ბაიერნი, ოლივერ კანი
Aa
Aa

“რა პრობლემა გაქვთ?!“ - კანი წაგების შემდეგ გასახდელში შევიდა

მიუნხენის „ბაიერნის“ ჩავარდნა გრძელდება. „რეკორდმაისტერი“ „მაინცთან“ 1:3 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, გერმანული გრანდის გასახდელში ოლივერ კანი შევიდა და მკაცრად ისაუბრა. ლეგენდარული ყოფილი მეკარის სიტყვებს კი BILD ავრცელებს.

კანი:

„კატასტროფული მეორე ტაიმი! აქ ის გუნდი არ თამაშობდა, რომელსაც ჩემპიონობა სურს. ასეთი ქარიზმით ჩემპიონები ვერ გავხდებით. რამდენი რამ ვცადეთ? დისკუსიები, ტაქტიკები, მწვრთნელის შეცვლაც კი. ბოლოს და ბოლოს თქვენ ხართ 11 კაცი, რომლებიც მოედანზე გადიხართ და რომლებმაც ამ კლუბისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოთ. ეს არის ფეხბურთი!!

რა პრობლემა გაქვთ? რა სახის გაურკვევლობა არსებობს? საბოლოო ჯამში, ის, რაც თქვენ დღეს მოედანზე გააკეთეთ საკმარისი არ არის. თქვენთან ერთად ბევრი შესაძლებლობა განვიხილეთ. ცხვირი აწიეთ და სიტუაცია შეცვალეთ.“

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნში“ გაუგებრობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იულიან ნაგელსმანი გადააყენეს. ამას გერმანიის თასიდან და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა მოყვა. შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება გუნდში. მანემ სანეს სახეში დაარტყა.

საერთო ჯამში, „რეკორდმაისტერში“ დიდი არეულობაა, რაც სპორტულ შედეგებზე ახდენს გავლენას.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მეორე დუბლი - მიქაუტაძის ბრწყინვალე პერფორმანსი სენტ. ეტიენთან
ზედიზედ მეორე დუბლი - მიქაუტაძის ბრწყინვალე პერფორმანსი სენტ. ეტიენთან