იუვენტუსი, ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ანხელ დი მარია
Aa
Aa

ხვიჩა VS დი მარია - Opta-ს საინტერესო სტატისტიკა

სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლი“ „იუვენტუსს“ უპირისპირდება. მატჩის წინ, გამოცემა OPTA საინტერესო სტატისტიკას გვთავაზობს, სადაც, რა თქმა უნდა, ნახსენები ხვიჩა კვარაცხელიაც გახლავთ.

1 - პირველ წრეში „ნაპოლიმ“ „იუვენტუსი“ 5:1 დაამარცხა. სპალეტის გუნდს კარგი შანსი აქვს, რომ ისტორიაში მეოთხედ გააკეთოს ისე, რომ ერთ კონკრეტულ სეზონში „ბებერი ქალბატონი“ ორჯერ დაამარცხოს. ასეთი რამ 2009/2010, 1986/1987, 1957/1958 წლების სეზონში მოხდა.

2 - ამ გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებიდან იუვემ მხოლოდ ერთი მოიგო, 3 „ნაპოლიმ“, ხოლო ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ფრე ბოლო 11 მატჩში მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა.

3 - მიუხედავად ასეთი სტატისტიკისა, „იუვენტუსმა“ „ნაპოლისთან“ ბოლო 12 საშინაო მატჩიდან 11 არ წააგო. უკანასკნელად „პარტენოპეიმ“ „ბიანკონერის“ სტადიონზე 2018 წელს კალიდუ კულიბალის ერთადერთი გოლით გაიმარჯვა.

4 - ტურინულმა გუნდმა სერია ა-ს ბოლო ორი მატჩი წააგო. ზედიზედ 3 მარცხი კი 2011 წლის თებერვალი-მარტში ფიქსირდება.

5 – „ნაპოლიმ“ სერია ა-ს ბოლო 6 მატჩიდან 3 ვერ მოიგო. ასეთი რამ მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთხელ მოხდა. იტალიის ჩემპიონატის დაწყებიდან 24 დღე იყო გასული. ახლა არის შანსი, რომ ეს სტატისტიკა უფრო ცუდი გახდეს.

6 – „იუვენტუსი“ და „ნაპოლი“ არიან გუნდები ტოპ 5 ჩემპიონატს შორის, რომლებასც „ბარსელონას“ და „ლაციოს“ შემდეგ საკუთარი კარი ყველაზე ხშირად აქვთ მშრალად შენახული. „ბიაკონკერიმ“ ეს 17-ჯერ მოახერხა, „პარტენოპეიმ“ 15-ჯერ, ბარსამ 22-ჯერ, ხოლო რომაელებმა 18-ჯერ.

7 – „იუვენტუსი“ არის გუნდი, რომელმაც საშინაო მატჩებში ყველაზე მეტი 36 ქულა დააგროვა(15 მატჩი), ხოლო „ნაპოლი“ არის გუნდი, რომელმაც სტუმრად ყველაზე მეტი 40 ქულა აიღო.(15 მატჩი).

8 – მიმდინარე სეზონში, „ნაპოლიმ“ და „იუვენტუსმა“ კუთხურიდან ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს. სპალეტის შეგირდებმა 15, ტურინელებმა 10.

9 – დარკო კოვაჩევიჩმა და ალესანდრო მატრიმ „იუვენტუსში“ ჩატარებულ სადებიუტო სეზონში „ნაპოლის“ სერია ა-ს ორივე შეხვედრაში გაუტანეს. ამ გუნდების დაპირისპირებათა ისტორიაში აღნიშნული შედეგი მხოლოდ ამ ორმა ფეხბურთელმა დააფიქსირა. თუ სერია ა-ს მომდევნო ტურში დი მარია „ნაპოლის“ გაუტანს, კოვაჩევიჩის და მატრის სტატისტიკას გაიმეორებს, არგენტინელი შემტევი „იუვეში“ სადებიუტო სეზონს ატარებს და პირველ შეხვედრაში „პარტენოპეის“ „დიეგო მარადონაზე“ გაუტანა.

10 – 1994 წლის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას შეუძლია გახდეს „ნაპოლის“ პირველი ფეხბურთელი, რომელიც სადებიუტო სეზონში „იუვენტუსს“ საკუთარ კედლებში და ასევე სტუმრად გაუტანს გოლს.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება 23 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კალაბრია: კვარასთან დუელმა აღმაფრთოვანა, ის მომავლის ფენომენია
კალაბრია: კვარასთან დუელმა აღმაფრთოვანა, ის მომავლის ფენომენია