ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ჯაკომო რასპადორი
Aa
Aa

რასპადორი: მილანის შემდეგ, კვარა ვეღარ ითმენს თამაში ისე უნდა

ჯაკომო რასპადორიმ „იუვენტუსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

იტალიელმა ფორვარდმა გუნდზე და განსაკუთრებით კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

„კვარას რეაქცია და უკმაყოფილება პენალტის გაფუჭების შემდეგ? მან, როგორც ყველა ჩვენგანმა აჩვენა, რომ მას ყოველთვის სურს გადააჭარბოს საკუთარ თავს და გასცდეს შესაძლებლობების ზღვარს. მისი ენთუზიაზმი ისეთივეა როგორიც ყველასი. ჩვენ ვერ ვითმენთ ისე გვინდა მოედანზე დაბრუნება.

ხვიჩას სურს გასცდეს მიზნებს, რომლებიც შესაძლოა უკვე მიღწეულიც აქვს. ისიც ჩვენს მსგავსად არის და ვეღარ ითმენს ისე უნდა მომდევნო მატჩი მოვიდეს და ითამაშოს. ტრიბუნები ჩვენი მე-12 მოთამაშეა. ვნება და სიყვარული გუნდის მიმართ - ეს აქ ყოველთვის იგრძნობა.

ოსიმენი? დიდი ადამიანი და მეგობარია. როდესაც გაქვს საშუალება, რომ შემადგენლობაში ასეთი პერსონაჟი გყავდეს, გუნდი ამით მხოლოდ სარგებლობს. ოსი გუნდისთვის შრომობს, ისევე როგორც ყველა ჩვენგანი.

იუვესთან მატჩი? მიზნის მისაღწევად ბევრი ქულა გვაკლდება და ხვალ განსაკუთრებული მატჩი გველის. მოედანზე შედეგის მისაღებად ინტენსივობა და სიბრძნე დაგვჭირდება“.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ნაპოლის“ მატჩი კვირას 22:45 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსაჯები? რატომ წააგო ნაპოლიმ? | პეპის ჯოკერი ბაიერნთან!
მსაჯები? რატომ წააგო ნაპოლიმ? | პეპის ჯოკერი ბაიერნთან!