მანჩესტერი ევროპა ლიგას დაემშვიდობა | იუვენტუსი ნახევარფინალშია
Aa
Aa

მანჩესტერი ევროპა ლიგას დაემშვიდობა | იუვენტუსი ნახევარფინალშია

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ევროპა ლიგას დაემშვიდობა. „წითელმა ეშმაკებმა“ „სევილიას“ წინააღმდეგობა ვერ დაძლიეს და ანდალუსიელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ევროპა ლიგა მათთვის განსაკუთრებული ტურნირია.

ამ გუნდების პირველი მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა, განმეორებითი შეხვედრა კი „სევილიამ“ საკუთარ კედლებში 3:0 მოიგო. მასპინძლებმა ანგარიში მე-8 წუთზე გახსნეს. ჰარი მაგუაიერის ბავშვური შეცდომით იუსეფ ენ ნესირიმ ისარგებლა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. „სევილიამ“ პირველ ტაიმში კიდევ ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმეს. „მანჩესტერს“ წონასწორობის აღდგენის რამდენიმე შანსი ჰქონდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და 47-ე წუთზე, „წითელი ეშმაკების“ კარი ბადემ, ხოლო 81-ზე ისევ ენ ნესირიმ აიღო და „სევილიამ“ 3:0 იმარჯვა.

„მანჩესტერისგან“ განსხვავებით, ევროპა ლიგისთვის ბრძოლას განაგრძობს „იუვენტუსი“. „ბიანკონერიმ“ „სპორტინგთან“ დიდი ბრძოლა გადაიტანა და ორი მატჩის ჯამში, 2:1 იმარჯვა. ტურინელებს პირველი შეხვედრა 1:0 ჰქონდათ მოგებული, განმეორებით დაპირისპირებაში კი ფრეს დასჯერდნენ - 1:1. „იუვენტუსის“ მხრიდან ადრიენ რაბიო გამოირჩა, მარკუს ედვარდსმა კი პენალტით გაათანაბრა.

ცნობისთვის, „სევილია“ ნახევარფინალში სწორედ „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება, მეორე წყვილი კი უახლოეს წუთებში დაკომპლექტდება. მესამე ნახევარფინალისტი „ლევერკუზენია“, მეოთხე კი „რომა“ ან „ფეიენოორდი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თვითრწმენა მნიშვნელოვანია“ - შესაძლოა ბუდუმ ისევ ძირითადში დაიწყოს
„თვითრწმენა მნიშვნელოვანია“ - შესაძლოა ბუდუმ ისევ ძირითადში დაიწყოს