თორნიკე შენგელია
Aa
Aa

Lega A-ს ოცნების გუნდში მოხვდა | თორნიკე შენგელიას აღიარება

საქართველოს ნაკრებისა და „ვირტუს ბოლონიას“ კალათბურთელი, თორნიკე შენგელია იტალიის ჩემპიონატის 26-ე ტურის ოცნების გუნდში მოხვდა. სიმბოლური ნაკრები გულშემატკივრებმა შეადგინეს და ქართველი მძიმე ფორვარდი გამოარჩიეს.

შენგელიას გარდა ოცნების გუნდში დევიდ ლოგანი (18 ქულა, 4 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა), დიანჯელო ჰარისონი (19 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა), ჯონ პეტრუჩელი (23 ქულა, 1 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა) და ჯეიქორი უილიამსი (20 ქულა, 12 მოხსნა, 1 ჩაჭრა) მოხვდნენ.

იტალიის ჩემპიონატის 26-ე ტურში, შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ „ტრენტო“ 96:80 დაამარცხა. ქართველი კალათბურთელი საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და 9 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, რაც მძიმე ფორვარდის პოზიციაზე მოასპარეზე კალათბურთელისთვის ფენომენალური მაჩვენებელია - 12 ქულა, 4 მოხსნა, 9 ასისტი.

ცნობისთვის, „ვირტუს ბოლონია“ იტალიის ჩემპიონატის ლიდერია და 20 მოგება და 6 წაგება აქვს. თოკოს გუნდის მომდევნო მეტოქე „სკაფატია“, რომელსაც 19 დღეს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ ბიჭით ძალიან ვამაყობ“ - რას წერს Tuttonapoli-ი ხვიჩაზე
„ამ ბიჭით ძალიან ვამაყობ“ - რას წერს Tuttonapoli-ი ხვიჩაზე