„ჩემს კლუბს ვეღარ ვცნობ“ - დიდიე დროგბამ ჩელსი გააკრიტიკა
ლონდონის „ჩელსის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, დიდიე დროგბამ ყოფილი კლუბი გააკრიტიკა. „რეალთან“ გამართული მატჩის შემდეგ, დროგბას სიტყვები ბრიტანულ პრესაში გავრცელდა და დიდიემ განაცხადა, რომ გუნდს ქარიზმატული ლიდერი აკლია.
„აბრამოვიჩის მმართველობის ეპოქაში, ჩელსის კლასი ყოველთვის ჰქონდა, დღესდღეობით, კი მისი ნაკლებობაა. ჩემს ყოფილ კლუბს ვეღარ ვცნობ და ჩელსი შეიცვალა. ახალი მფლობელი გვყავს, რომელსაც ახალი ხედვები აქვს, მაგრამ ლოგიკურია, რომ მის მმართველობას აბრამოვიჩის ეპოქასთან ვადარებთ. აბრამოვიჩის დროს, ჩელსიში ბევრი ფეხბურთელი მოვიდა, მაგრამ ყველა ტრანსფერი ჭკვიანური იყო.
ჩეხის, შევჩენკოს, კრესპოს, ესიენის, დროგბასა და მალუდას დონის ფეხბურთელების მოყვანა ტიტულების მოსაგებად მოხდა. საუბარი გვაქვს მოთამაშეებზე, რომლებსაც კონკრეტული გამოცდილება ჰქონდათ, ახლა კი სხვანაირი სტრატეგია გვაქვს. ფსონს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ჩამოვდივართ, მაგრამ როცა გასახდელში 30-ზე მეტი მოთამაშეა, მწვრთნელს თავისი საქმის მაღალ დონეზე შესრულება ძალიან უჭირს. ჩელსის ქარიზმატული ლიდერი აკლია. საჭიროა ფეხბურთელები, რომლებიც თავიანთ პასუხისმგებლობას ითავისებენ და თამაშში სიგიჟე შეაქვთ“.
შეგახსენებთ, რომ ფრენკ ლამპარდის გუნდი „რეალთან“ ორი მატჩის ჯამში, 0:4 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალში გამოეთიშა. „ლურჯებს“ აქცენტის გადატანა პრემიერ ლიგაზე მოუწევთ, სადაც მე-11 ადგილს იკავებენ.