ჩელსი, მადრიდის რეალი, კარიმ ბენზემა, როდრიგო გოეში
Aa
Aa

როდრიგოს ბენეფისი, ბენზემას ისტორიული მიღწევები - რეალი ნახევარფინალშია

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში „ჩელსიმ“ „რეალს“ უმასპინძლა და კვლავ 0:2 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირებაც იდენტური ანგარიშით დასრულდა. ჯამში 4:0 და „რეალი“ ნახევარფინალშია.

აღსანიშნავია, რომ ლონდონურმა კლუბმა მატჩი აქტიურად დაიწყო და რამდენიმე კარგი მომენტიც ჰქონდა, თუმცა ტიბო კურტუა მოწოდების სიმაღლეზე იყო და „არისტოკრატებს“ გოლის გატანის შანსი არ მისცა.

პირველი ტაიმი გოლის გარეშე დასრულდა. მეორე ნახევარში „ჩელსი“ ისევ ქმნიდა მომენტებს და „რეალი“ კონტრ-შეტევებზე თამაშობდა, რამაც შედეგი გამოიღო. 58-ე წუთზე როდრიგომ ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ, ლამპარდმა შეტევა გააძლიერა, მაგრამ უშედეგოდ. მე-80 წუთზე როდრიგომ დუბლი გაიფორმა და მატჩის საბოლოო შედეგი 2:0 დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ ბენზემამ კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკა დააფიქსირა. კარიმს ჩემპიონთა ლიგაზე „ბლანკოსის“ რიგებში 130 მატჩი დაუგროვდა, რაც „რეალის“ მინდვრის მოთამაშეებს შორის საუკეთესო შედეგია. მადრიდელთა მხრიდან კი რეკორდი იკერ კასილასს ეკუთვნის, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 177 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ასევე გეტყვით, ფრანგმა თავდამსხმელმა ჯამში ჩემპიონთა ლიგაზე 150-ედ ითამაშა და ის ამ შედეგით ყველა დროის საუკეთესო ხუთეულში შევიდა. მასზე წინ ისეთი ფეხბურთელები არიან, როგორებიც ჩავი ერნანდესი(151), ლიონელ მესი(163), იკერ კასილასი(177), კრიშტიანუ რონალდუ(183).

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტის გუნდი ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტისა“ და „ბაიერნს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ფრანკოსთან ასოცირება არ გვსურს, წაშალეთ ვიდეო“ - კატალონიურმა მთავრობამ რეალს მოთხოვნა წაუყენა
“ფრანკოსთან ასოცირება არ გვსურს, წაშალეთ ვიდეო“ - კატალონიურმა მთავრობამ რეალს მოთხოვნა წაუყენა