ლუკა მოდრიჩი, ზაგრების დინამო
Aa
Aa

ზაგრების დინამოს ერთ-ერთ სავარჯიშო მოედანს მოდრიჩის სახელი დაერქმევა

„დინამო ზაგრებში“ საინტერესო ინიციატივაა. ხორვატიულ გუნდს გულშემატკივრებთან შესანიშნავი კოლაბორაცია აქვს. არსებობს ფან ბეიჯი, რომლის შეძენის შემთხვევაში ნებისმიერ გულშემატკივარს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს მნიშვნელოვან გამოკითხვებში და ღონისძიებებში.

ერთ-ერთი ასეთი გამოკითხვა „დინამოს“ სავარჯიშო სტადიონის სახელწოდების შერჩევაზე ჩატარდა. კლუბმა გამოაქვეყნა განცხადება და გამოკითხვა, სადაც 4 ფეხბურთელი იყო შერჩეული.

მონაწილეები ლუკა მოდრიჩი, ზვონიმირ ბობანი, რობერტ პროსინეჩკი და მატეო კოვაჩიჩი იყვნენ. გულშემატკივრებს უნდა გამოევლინათ, თუ რომელი ფეხბურთელის სახელი დაერქმეოდა სავარჯიშო სტადიონს.

ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ სტადიონს ლუკა მოდრიჩის სახელი დაერქმევა. „რეალის“ ვარსკვლავმა 44.91% მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანი ნახევარმცველი „დინამო ზაგრებში“ 2003 წლიდან 2008 წლის ჩათვლით თამაშობდა, თუმცა ორი სეზონით იჯარის წესით იყო განათხოვრებული. ამ პერიოდის განმავლობაში, 2018 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულმა „დინამოს“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 73-ჯერ მოირგო, 22 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დავით ლორთქიფანიძე: „კვარა ფეხბურთითაა შეპყრობილი“
დავით ლორთქიფანიძე: „კვარა ფეხბურთითაა შეპყრობილი“