იულიან ნაგელსმანი
Aa
Aa

ჩელსი ნაგელსმანის აგენტებს შეხვდა | რას აპირებენ არისტოკრატები?

ლონდონის „ჩელსი“ მთავარ მწვრთნელს ეძებს, რომელსაც გუნდში გრძელვადიანი პერიოდით დანიშნავს. „არისტოკრატების“ მიზანია, ახალი თავკაცი ზაფხულში წარადგინონ და შემადგენლობის გასაძლიერებლად საკმარისი ფინანსური რესურსი და დრო მისცენ.

გერმანული პრესის ცნობით, რომელსაც Times-იც ადასტურებს, ლონდონელების ნომერ პირველი კანდიდატი იულიან ნაგელსმანია და „ლურჯების“ ხელმძღვანელებმა მის წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა გამართეს. ნაგელსმანის აგენტებმა „ჩელსის“ თავიანთი კლიენტის ინტერესები წარუდგინეს და „არისტოკრატების“ გეგმების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

Times-ის ცნობით, „ლურჯებს“ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. მათ სიაში 7-8 მთავარი მწვრთნელი იმყოფება და ლონდონელებს სურთ, თითოეულ მათგანთან შეხედრა გამართონ, რომელთა შემდეგაც, კლუბის ხელმძღვანელებს რეკომენდაციებს მისცემენ თანამშრომლობა ვისთან დაიწყონ.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმ“ გრემ პოტერის გაშვების შემდეგ, მიმდინარე სეზონის ბოლომდე ფრენკ ლამპარდი დანიშნა. „ლემპსის“ დაბრუნება „არისტოკრატებისთვის“ წარუმატებელი გამოდგა. ლონდონელებმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „რეალთან“ 0:2 წააგეს და კარგად არც პრემიერ ლიგაში გამოიყურებიან. მათი მომდევნო გაჩერება „სამეფო კლუბთან“ გასამართი განმეორებითი შეხვედრაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჟირუ ნაპოლისთან ითამაშებს - მილანს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი დააკლდება
ჟირუ ნაპოლისთან ითამაშებს - მილანს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი დააკლდება