ნოვაკ ჯოკოვიჩი, ლორენცო მუზეტი
Aa
Aa

„ცრემლები ძლივს შევიკავე“ - მუზეტიმ ჯოკოვიჩი დაამარცხა

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი მონტე კარლოს მასტერსს გამოეთიშა. სერბმა ჩოგბურთელმა მერვედფინალური ეტაპი ვერ დაძლია და 21-ე ნომერთან, ლორენცო მუზეტისთან დამარცხდა - 6:4, 5:7, 4:6.

„მთელი ძალით ვცდილობდი, რომ ტირილი არ დამეწყო. ეს ძალიან ემოციური მომენტია, რადგან მატჩი დიდხანს გაგრძელდა. 3 საათი ვითამაშეთ და შეხვედრა წვიმის გამოც შეჩერდა. პირობები მარტივი არ ყოფილა, რადგან ქარი უბერავდა და ციოდა, მაგრამ ჩემი თავით ძალიან ვამაყობ, როცა ტაბლოზე დაფიქსირებულ შედეგს ვხედავ. ცრემლების შეკავება მიჭირს, რადგან ეს ჩემთვის საოცნებო წარმატებაა“, - განაცხადა მუზეტიმ „ნოლეს“ დამარცხების შემდეგ.

„სიმართლე გითხრათ, ასეთი თამაშის ჩვენების შემდეგ, საშინელი შეგრძნება მაქვს, მაგრამ ლორენცოს გამარჯვებას ვულოცავ. ის მნიშვნელოვანი ეპიზოდებისას სტაბილური იყო და სულ ესაა. მას წარმატებას ვუსურვებ. არ ვფიქრობ, რომ ეს კატასტროფაა, მაგრამ ცუდი განწყობა მაქვს, რადგან წავაგე. საუკეთესო დღე არ მქონია და მუზეტის წარმატებას ვუსურვებ“, - დასძინა ჯოკოვიჩმა.

აღსანიშნავია, რომ მუზეტიმ მსოფლიოს რეიტინგის პირველი ნომერი კარიერაში პირველად დაამარცხა. იტალიელი ჩოგბურთელი წარმატებული სვლის გაგრძელებას იანიკ სინერის წინააღმდეგ შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არიგო საკი: ნაპოლის მთავარი შეცდომა? ნერვიულობა
არიგო საკი: ნაპოლის მთავარი შეცდომა? ნერვიულობა