ანსუ ფატი
Aa
Aa

ბარსა ფატის უშვებს - მესის დასაბრუნებლად ეს აუცილებელია

ანსუ ფატი „ბარსელონას“ დატოვებასთან ახლოსაა. კლუბი მისი განვითარებით და ამჟამინდელი ფორმით უკმაყოფილოა.

As-ის ცნობით, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა ანსუს მამის საჯარო განცხადებებით, რომელიც კლუბს მისი შვილისთვის მცირე სათამაშო დროის მიცემაში ადანაშაულებდა და იმუქრებოდა, რომ ისინი გუნდს დატოვებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ფატის აგენტს, ჟორჟე მენდეშს სთხოვეს, რომ მან ფეხბურთელისთვის ახალი კლუბი მოძებნოს, რომელიც „ბარსას“ დაახლოებით 40 მილიონიან შეთავაზებას გაუკეთებს.

კატალონიელები ასევე ფერან ტორესის გაყიდვასაც გეგმავენ, თუმცა თუ ესპანელს 40 მილიონ ევროზე ნაკლებად შეელევიან, „ბარსელონა“ ფინანსურად ზარალს ნახავს. ამიტომ, არ გამორიცხავენ ფორვარდი იჯარით, მაგრამ გამოსყიდვის ოფციით გაუშვან.

ეს ყველაფერი გუნდში ლეო მესის დაბრუნებას ემსახურება. სახელფასო ჭერის დაწევა, უსარგებლო ფეხბურთელების გაყიდვა და მესის დაბრუნება, კლუბის მთავარი საზრუნავია.

ჩავი ლეოს გუნდში დაბრუნებაში არწმუნებს. მათ ხშირი სატელეფონო საუბრები აქვთ.

Catalunya Radio-ს ცნობით, ჩავი მესის არწმუნებს, რომ „ბარსა“ ამჟამად ერთი გუნდი და ერთი ოჯახია. მწვრთნელმა აღნიშნა, რომ გასახდელში ატმოსფერო განსხვავებულია და იმას საერთოდ არ ჰგავს, რაც არგენტინელის გუნდიდან წასვლის დროს იყო.

ესპანური პრესა ვარაუდობს, რომ თავად მესი მზადაა დაბრუნდეს, დაივიწყოს ლაპორტასთან უთანხმოება, ასევე გუნდის ერთ წევრთან, რომელიც ფეხბურთელია და მის სახელს წყაროები არ ასაჯაროებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როგორ გააჩერა მილანმა კვარა - Gazzetta კალაბრიას აქებს
როგორ გააჩერა მილანმა კვარა - Gazzetta კალაბრიას აქებს