ანტონიო კასანო, ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

„მისი გუნდები საზიზღარ ფეხბურთს თამაშობენ“ - კასანომ მოურინიოს უპასუხა

„რეალისა“ და „რომას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ „ჯალოროსის“ თავკაცს, ჟოზე მოურინიოს უპასუხა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ კასანო მადრიდში მხოლოდ პიჯაკის გამო ახსოვთ, რასაც ანტონიო Bobo TV-სთან საუბრისას გამოეხმაურა.

„რომაში 5 საოცარი წელიწადი გავატარე. ჯალოროსის ქომაგები გავაგიჟე, სიამოვნება მივიღე და რომში მცხოვრებ ადამიანებს თავი შევაყვარე. თუ არ გჯერათ, წადით და ტოტის, დე როსის ან ბრუნო კონტის ჰკითხეთ. მოურინიოს შეუძლია, რასაც მოისურვებს ყველაფერი მოიგოს, მაგრამ ფაქტია, რომ კლუბს უღირს ორგანიზაციად წარმოაჩენს. ჟოზემ ყველა ტიტული მოიგო, მაგრამ მისი გუნდები ყოველთვის საზიზღარ ფეხბურთს თამაშობდნენ.

მოურინიომ უნდა გაიგოს, რომ ცუდი თავკაცია. ჟოზე გველების მომჯადოებელია, რომელსაც გარშემო არაკომპეტენტური ადამიანები ახვევია. მისი ფეხბურთი წარსულს ჩაბარდა და ძალიან გაუმართლა, დიად ჩემპიონებს რომ წვრთნიდა. ტიტულების მოგება ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა და ყოველთვის გულშემატკივრებისთვის სიამოვნების მინიჭებაზე ვიყავი ორიენტირებული. როცა მისი გუნდის თამაშს ვხედავ, მრცხვენია, ამ სპორტის ქომაგი რომ ვარ. როცა მოურინიო კარიერას დაასრულებს, მას ყველა ფეხებზე დაიკიდებს“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ანტონიო კასანომ ჟოზე მოურინიოს „რეალში“ შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „სამეფო კლუბმა“ ეს ნაბიჯი არ უნდა გადადგას, რადგან პორტუგალიელ სპეციალისტს ფეხბურთი „ფეხებზე ჰკიდია“.

მას მოურინიომ ასე უპასუხა:

„ყველა ადამიანს შეუძლია კრიტიკა და ყველას თავისი პრეფერენციები აქვს. მაგრამ როდესაც საქმე ანტონიო კასანოს მსგავს ადამიანებს ეხებათ, მაშინ სიტუაცია განსხვავებულია. ის ხუმრობს, დანარჩენები კი მის ნათქვამს სერიოზულად იღებენ. რიცა ის „რომას“ ან მოურინიოს აკრიტიკებს, ამით სიამოვნებას იღებს. კასანო „რომაში“, „ინტერსა“ და „რეალში“ თამაშობდა. მადრიდში ის მხოლოდ პიჯაკის გამო ახსოვთ, „რომაში“ იტალიის სუპერთასი მოიგო და იმ მატჩში საერთოდ არ უთამაშია, „ინტერში“ კი ლომბარდიის თასის აღებაც ვერ შეძლო. მე ძალიან კარგად ვიცი რასაც მივაღწიე „ინტერში“, „რეალსა“ და „რომაში“. კასანოს შეიძლება ჩემთან ჰქონდეს პრობლემები, მაგრამ მე მასთან არასდროს მექნება. მას მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვუთხრა: ფრთხილად, ანტონიო, შენ 40 წლის ხარ, მე კი 60. ხანდახან ცხოვრებაში მარკო ლივაია ჩნდება და შემდეგ რთულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რომლის წინააღმდეგ თამაშის უფრო შემეშინდებოდა?“ - ძამბროტა კვარაზე და ლეაუზე
„რომლის წინააღმდეგ თამაშის უფრო შემეშინდებოდა?“ - ძამბროტა კვარაზე და ლეაუზე