ჯიმი ბატლერი, ტრეი იანგი, ტაილერ ჰირო, კაილ ლაური
Aa
Aa

დიდი მოულოდნელობა | მაიამიმ საკუთარ კედლებში ატლანტასთან წააგო

NBA-ის რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ, პლეი ინის ტურნირი დაიწყო, რათა პლეიოფის ყველა მონაწილის ვინაობა გაირკვეს და პირველივე შეხვედრაში დიდი მოულოდნელობა დაფიქსირდა. „მაიამი ჰიტმა“ „ატლანტა ჰოუქსთან“ საკუთარ კედლებში წააგო და მე-7 ადგილისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

ჯორჯიელებმა მატჩი ბრწყინვალედ დაიწყეს და პირველი მეოთხედი 36:27 მოიგეს, მეორე პერიოდში „ატლანტამ“ მეტოქეზე 6 ქულით მეტი ჩააგდო და სოლიდური უპირატესობა მოიპოვა - 65:50. „მაიამიმ“ თამაშში დასაბრუნებლად ყველაფერი გააკეთა და მე-3 მეოთხედში ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა, თუმცა, ეს „ჰიტის“ მაქსიმუმი აღმოჩნდა და ერიკ სპოელსტრას გუნდი 105:116 დამარცხდა.

„ატლანტას“ რიგებში საუკეთესო ტრეი იანგი იყო, რომელმაც 25 ქულა, 8 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. დეჟონტე მიურეის 18 ქულა და 6 ასისტი ჰქონდა, სადიქ ბეიმ 17 ქულა მიითვალა, ხოლო ბოგდან ბოგდანოვიჩი 14 ქულას დასჯერდა. „მაიამის“ რიგებში ყველაზე მეტი, 33 ქულა კაილ ლაურიმ ჩააგდო. ტაილერ ჰირომ 26 ქულა და 6 მოხსნა გააკეთა, ჯიმი ბატლერმა - 21 ქულა, 9 ასისტი და 4 მოხსნა.

ცნობისთვის, „მაიამისთან“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, „ატლანტა“ აღმოსავლეთ კონფერენციის მე-7 ნომერია და პლეიოფის პირველ რაუნდში „ბოსტონ სელტიქსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ცრუ ცხრიანის პოზიციაზე ვერ ვხედავ“ - დი ნაპოლი კვარაზე
„ცრუ ცხრიანის პოზიციაზე ვერ ვხედავ“ - დი ნაპოლი კვარაზე