ფაბიო კაპელო, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

კაპელო მილანი-ნაპოლიზე: „ოსიმენის გარეშე შანსები თანაბარია“

ლეგენდარულმა იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ „მილანისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირებაზე ისაუბრა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ვიხილავთ. კაპელომ ყურადღება ვიქტორ ოსიმენის ტრავმაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ მის გარეშე შანსები თანაბარია.

„ნაპოლისა და მილანის დაპირისპირებაში ბევრი რამ ვიქტორ ოსიმენზეა დამოკიდებული. ნიგერიელი ფეხბურთელის არყოფნა იგივეა, მილანის რიგებში ლეაუმ არ ითამაშოს. როგორც ლეაუ, ისე ოსიმენი თავიანთი გუნდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფეხბურთელები არიან. ოსიმენთან ერთად, ნაპოლის 5 პროცენტით მეტი შანსი ექნებოდა, მის გარეშე კი შანსები თანაბარია - 50-50-ზე.

არ მინდა, ლუჩანო სპალეტის მიერ გაწეული სამუშაო დავაკნინო, მაგრამ ოსიმენის ფაქტორი უდიდეს განსხვავებას ქმნის. გასული მსოფლიო ჩემპიონატი რომ გავიხსენოთ, ვნახავთ, რომ იყვნენ ჩემპიონები, რომლებმაც კარგად ორგანიზებულ გუნდებზე ბევრი გააკეთეს“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „მილანის“ დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის ეგიდით, 12 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით, 22:45-ზე დაიწყება. „როსონერი“ მასპინძლის რანგში იქნება და ამ გუნდების საპასუხო შეხვედრას 18 აპრილს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურია: „ემეტი პირველ რაუნდში დასაფინიშებლად იდეალური კანდიდატია“
თოფურია: „ემეტი პირველ რაუნდში დასაფინიშებლად იდეალური კანდიდატია“