ლივერპული, ენდრიუ რობერტსონი
Aa
Aa

მსაჯმა რობერტსონს იდაყვი ჩაარტყა - სკანდალური ფაქტი ენფილდზე

ინგლისის პრემიერ ლიგის 29-ე ტურში ძალიან უცნაური ფაქტი დაფიქსირდა. „ლივერპულისა“ და „არსენალის“ მატჩის პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ გვერდითმა მსაჯმა კონსტანტინე ჰაციდაკისმა „ლივერპულის“ მცველ ენდრიუ რობერტსონს იდაყვი ჩაარტყა. შოტლანდიელი ფეხბურთელი უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რასაც გვერდითმა მსაჯმა მოულოდნელად, იდაყვის ჩარტყმით უპასუხა.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მსაჯთა კორპუსის განცხადებით, ფაქტს დეტალურად განიხილავენ. უდიდესი ალბათობით, ინგლისელი მსაჯი დაისჯება.

სკანდალურ ეპიზოდთან დაკავშირებით ცნობილმა ვეტერანმა ფეხბურთელებმა ისაუბრეს.

მიკა რიჩარდსი: „მსგავსი რამ ცხოვრებაში არასდროს მინახავს“.

კრის ჰატონი: „უპრეცედენტო ფაქტია, მსაჯი აუცილებლად უნდა დაისაჯოს“.

გარი ნევილი: „არასდროს მინახავს, რომ ოფიციალურ პირს ფეხბურთელისთვის იდაყვი ჩაერტყას. ვფიქრობ, თამაშის შემდეგ მსაჯს პრობლემები ექნება“.

შეგახსენებთ, „ლივერპულისა“ და „არსენალის“ მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. პირველ ტაიმში გაბრიელ მარტინელიმ და გაბრიელ ჟეზუშმა გაიტანეს, შესვენების შემდეგ მო სალაჰმა სხვაობა შეამცირა და რობერტო ფირმინომ ანგარიში გაათანაბრა. ასევე, სალაჰმა პენალტი ვერ გაიტანა, როცა ანგარიში 1:2 იყო. სანახაობრივი კუთხით ბრწყინვალე თამაში გამოვიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბაენამ სამართალდამცველებს მიმართა | ვალვერდეს პოლიციაში უჩივლა
ბაენამ სამართალდამცველებს მიმართა | ვალვერდეს პოლიციაში უჩივლა