ფედე ვალვერდე
Aa
Aa

ბაენამ სამართალდამცველებს მიმართა | ვალვერდეს პოლიციაში უჩივლა

„ვილიარეალის“ ფეხბურთელმა, ალექს ბაენამ „რეალის“ ნახევარმცველს, ფედერიკო ვალვერდეს პოლიციაში უჩივლა. „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა“ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და გვაუწყა, რომ ბაენამ სამართალდამცველებს მიმართა.

ესპანური პრესის ცნობით, ვალვერდეს გარემოცვამ „ვილიარეალის“ ფეხბურთელს სთხოვა, პოლიციისთვის არ მიემართა. ბაენას ისინი უპასუხოდ არ დაუტოვებია და უთხრა, რომ ამას იმ შემთხვევაში გააკეთებდა თუ უარყოფდნენ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ბაენამ ვალვერდეს შვილი ცუდად მოიხსენია.

რა მოხდა ბაენასა და ვალვერდეს შორის

„ვილიარეალთან“ გამართული მატჩის შემდეგ, ვალვერდე ბაენას სტადიონთან მდებარე ავტომობილების სადგომთან დაელოდა და გამოჩენისთანავე სახეში მუშტი ჩაარტყა. სამეფო თასის მერვედფინალში „რეალმა“ რამდენიმე თვის წინ, „ვილიარეალს“ 3:2 მოუგო. იმ შეხვედრაში ბაენა ვალვერდეს სათამაშო ეპიზოდის დროს ეუხეშა, რა დროსაც ურუგვაელს მიაძახა: „იტირე ახლა, რადგან შენი შვილი არ დაიბადება“. ბაენამ მსგავსი რამ ვალვერდეს შაბათს გამართული მატჩის დროსაც უთხრა, რაც ბუნებრივია ურუგვაელისთვის უმძიმესი მოსასმენი და მოსათმენი იყო. როგორც მოგეხსენებათ, ფედეს ფეხმძიმე მეუღლეს მუცელი მოეშალა და რამდენიმე თვის წინ რთული დღეების გამოვლა მოუხდათ.

შეგახსენებთ, რომ ბაენა ყველაფერს უარყოფს და აცხადებს, რომ მსგავსი შინაარსის შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. მას ფედეს ოჯახისთვის არ დაუცინია და ტყუილია ის, რაც უცხოურ პრესაში იწერება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პანუჩი: „მილანი გავა, ლეაუ კვარაზე გადამწყვეტია“
პანუჩი: „მილანი გავა, ლეაუ კვარაზე გადამწყვეტია“