სანდრო მამუკელაშვილი, ბობი პორტისი
Aa
Aa

„შენით ვამაყობ“ - მამუკელაშვილის თამაშს ყოფილი თანაგუნდელი გამოეხმაურა

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ NBA-ის რეგულარული სეზონი „დალას მავერიქსთან“ გამართული მატჩით დაასრულა. გრეგ პოპოვიჩის ბიჭებმა 138:117 იმარჯვეს და ქართველ კალათბურთელს ბრწყინვალე შეხვედრა ჰქონდა - 23 ქულა, 11 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება.

„დალასთან“ მატჩის დასრულების შემდეგ, „მამუს“ ასპარეზობას „მილუოკი ბაქსის“ კალათბურთელი, ბობი პორტისი გამოეხმაურა, რომელიც სანდროს ახლო მეგობარია. პორტისმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა: „შენით ვამაყობ ძმაო! გარღვევის მომხდენი სეზონი გაისად! მაქსიმალურად კონცენტრირებული დარჩი! მიყვარხარ“.

რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელებში პოსტი მამუკელაშვილმაც გამოაქვეყნა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა: „მეორე წელი დასრულებულია. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მთელი წლის განმავლობაში მხარს მიჭერდა. ძალიან მიყვარხართ“.

ცნობისთვის, მამუკელაშვილმა „სან ანტონიოს“ მაისურით 18 შეხვედრა ჩაატარა და პარკეტზე საშუალოდ 22:50 წუთს ატარებდა. მისი მონაგარი 10.2 ქულა, 6.6 მოხსნა, 2.3 შედეგიანი გადაცემა, 0.6 ჩაჭრა და 0.3 დაფარებაა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მამარდას შეცდომა გამოსვლაზე - ვალენსია კონკურენტთან დამარცხდა
    მამარდას შეცდომა გამოსვლაზე - ვალენსია კონკურენტთან დამარცხდა