ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მილანთან სხვა კვარაა საჭირო“ - როგორ გამოეხმაურა იტალიური პრესა ხვიჩას თამაშს

სერია A-ს 29-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ „ლეჩეს“ მძიმე ბრძოლაში მოუგო და მეტოქეს 2:1 სძლია. ქართველი ფეხბურთელის ასპარეზობა Sofascore-მა 7 ქულით შეაფასა, იტალიური გამოცემები კი „კვარას“ თამაშს ასე გამოეხმაურნენ:

Tuttomercatoweb: „ნიღბიანი თავდამსხმელის გარეშე, 77 ნომერი ნაპოლის უნდა გაუძღვეს და იგი, როგორც ყოველთვის, ცდილობდა, სახიფათო ყოფილიყო. ლეჩეს მხრიდან განხორციელებულმა ზეწოლამ მისი ცხოვრება ცოტათი გაართულა, თუმცა აძურის გამონათებები პრაქტიკულად, სულ მისი დამსახურებით ხდებოდა“.

Calcionapoli1926: „ძლივს ჩანდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბურთი ხშირად არ მისდიოდა. გავლენა ვერ მოახდინა და ოთხშაბათს, მილანთან გასამართი მატჩისას, სხვა კვარაა საჭირო!“

Calcionapoli: „მამამ შვილს მისი სახელი დაარქვა, მაგრამ კვარამ მას გოლი ვერ მიუძღვნა, რადგან რასპადორიმ პასი დაუგვიანა. ლოზანოს მომენტი პრაქტიკულად არსაიდან გაუჩინა და მისი კიდევ ერთი აფეთქება ზამბო ანგისამ ვერ გამოიყენა“.

Casanapoli: „თამაში მუხრუჭებით დაიწყო, მაგრამ ნელ-ნელა მოუმატა“.

Napolimagazine: „ეშმაკური დრიბლინგები ჰქონდა და ჭკვიანურად გადაადგილდებოდა“.

Calciomercato: „პირველ ტაიმში ანათებდა, მეორე ტაიმში ცდილობდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა“.

Tuttonapoli: „ბევრი იერიშის ფინიშერი იყო და პრაქტიკულად, ყველა მნიშვნელოვანი შეტევის ბოლო ფაზას ასრულებდა. მარიო რუის კარგად გაუგო და მატჩის ბოლომდე ცდილობდა, კარისკენ დაერტყა. სპალეტის მოუწია, სიმეონეს ტრავმის გამო, მოედანზე დაეტოვებინა“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ 74 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას 12 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, „მილანის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კრის უაიდმენი: „მერაბი მზადაა ალჯოს ეჩხუბოს თუ ბრძოლა საქართველოში გაიმართება“
კრის უაიდმენი: „მერაბი მზადაა ალჯოს ეჩხუბოს თუ ბრძოლა საქართველოში გაიმართება“