კილიან მბაპე, ლიონელ მესი, ალექსანდრ ჩეფერინი, ემილიანო მარტინესი
Aa
Aa

ჩეფერინი: „მესის გარეშე არგენტინა მეოთხედფინალშიც ვერ გავიდოდა“

უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა ლიონელ მესიზე და კატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა. ჩეფერინმა განაცხადა, რომ „ლა პულგა“ სანუკვარი თასის აღმართვას იმსახურებდა და მის გარეშე „ალბისელესტე“ ვერაფერს გახდებოდა.

„მესის გარეშე არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშიც ვერ გავიდოდა. როცა მოედანზე ყოფნისას არ იცი, რა უნდა გააკეთო, პასი ლეოს უნდა მისცე. დარწმუნებული ვიყავი, რომ გამარჯვებულის ბედი ფანტასტიკური ფინალით გადაწყდებოდა და მესიმ თასი დამსახურებულად მოიგო, რადგან არგენტინა საფრანგეთზე უკეთესი იყო.

ემილიანო მარტინესის ჟესტს რაც შეეხება, არ მესმის, მბაპეს რატომ დასცინა და კილიანის გამოსახულების მქონე თოჯინა რა საჭირო იყო. ეს ღირსეული საქციელი არ ყოფილა, პრიმიტიული ქმედება იყო და ძალიან არ მომეწონა. მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე, კეთილი ინებე და გამოაჩინე, რომ პრიმიტიული არ ხარ. მესის მისთვის უნდა ეთქვა, რომ ეს არ გაეკეთებინა და პატივისცემა გამოეჩინა“.

შეგახსენებთ, რომ არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებების ფინალური შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 2:2 დასრულდა, დამატებით დროში გუნდებმა თითო-თითო ბურთი გაცვალეს და „ალბისელესტემ“ პენალტების სერიაში იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საუკეთესოს წინააღმდეგ თამაში პროგრესში გეხმარება“ - ლეჩეს მცველი კვარაზე
„საუკეთესოს წინააღმდეგ თამაში პროგრესში გეხმარება“ - ლეჩეს მცველი კვარაზე