საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

საქართველოს ნაკრების პროგრესი - FIFA-მ რეიტინგი განაახლა

ცოტა ხნის წინ, FIFA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე სანაკრებო რეიტინგის განახლებული სია გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 1 საფეხურით არის დაწინაურებული.

გასულ თვეს, ვილი სანიოლის გუნდი 78-ე ნომერი იყო, განახლებულ რეიტინგში კი 1311 ქულა აქვს და 77-ე პოზიციაზე აღზევდა.

შეგახსენებთ, რომ მარტში საქართველოს ნაკრებმა ორი შეხვედრა გამართა. 25 მარტს ქართველმა ფეხბურთელებმა ამხანაგურ მატჩში მონღოლეთი 6:1 დაამარცხეს, 28 მარტს კი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიასთან 1:1 ითამაშეს.

რაც შეეხება ლიდერთა სამეულს, პირველ ადგილზე არგენტინის ნაკრები აღზევდა, მეორე პოზიციაზე საფრანგეთის ნაკრებმა გადაინაცვლა, მესამე პოზიციაზე კი ბრაზილიის ნაკრები დაქვეითდა, რომელიც აქამდე რეიტინგის პირველი ნომერი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან მომწონს მისი ხასიათი“ - ძოლამ კვარაზე ისაუბრა
„ძალიან მომწონს მისი ხასიათი“ - ძოლამ კვარაზე ისაუბრა