ბაიერნი, ფრაიბურგი, ტომას ტუხელი
Aa
Aa

“საკუთარი თავი უნდა დავადანაშაულოთ“ - ტუხელი ფრაიბურგთან მარცხის შემდეგ

გერმანიის თასის მეოთხედფინალში მიუნხენის „ბაიერნმა“ „ფრაიბურგს“ უმასპინძლა და ბევრისთვის მოულოდნელად 1:2 დამარცხდა. ამ წაგებით კი „რეკორდმაისტერი“ გერმანიის თასს გამოეთიშა. მატჩის დასრულების შემდეგ, ტომას ტუხელმა კომენტარი გააკეთა.

ტუხელი:

„”ფრაიბურგმა“ 2 დარტყმით ორი გოლი გაიტანა. მათი სხვა მომენტი მე არ მახსენდება. შესანიშნავი შანსები გვქონდა, მაგრამ ბოლოს გამუდმებით რაღაც გვაკლდებოდა. სიზუსტე, ბოლო პასი და სწორი გადაწყვეტილება. ჩვენი მოწინააღმდეგე თავს ძალიან ღრმად იცავდა და მათზე ზეწოლა ვერ მოვახდინეთ.

პირველი გოლი გავიტანეთ და ამის შემდეგ რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა. განსაკუთრებით კარგი შანსი ჰქონდა ტომას მიულერს. საბოლოო ჯამში, მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დავადანაშაულოთ. მეოთხედფინალში, საკუთარ კედლებში წაგება, რა თქმა უნდა, დიდი იმედგაცრუებაა."

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მილანთან პირველ თამაშს გამოტოვებს“ - ენრიკო ფედელე ოსიმენის ტრავმაზე
„მილანთან პირველ თამაშს გამოტოვებს“ - ენრიკო ფედელე ოსიმენის ტრავმაზე