კილიან მბაპე, პარი სენ ჟერმენი
Aa
Aa

კოლოსალური ხელფასის პარალელურად - მბაპე ერთგულების ბონუსსაც იღებს

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’equipe საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც მოგეხსენებათ, კილიან მბაპეს „პარი სენ ჟერმენში“ კოლოსალური ანაზღაურება აქვს. ფრანგი სუპერვარსკვლავი თვეში 6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, თუმცა, როგორც ჩანს ეს ყველაფერი არ არის.

წყაროს ცნობით, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ყოველწლიურად ერთგულების ბონუსის სახით 60 მილიონ ევროს იღებს, რაც მის თვიურ შემოსავალზე 10-ჯერ მეტია.

24 წლის ფეხბურთელი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, თუმცა ევრო ასპარეზზე მისი გუნდი მხოლოდ კრახს განიცდის და ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვერაფრით ახერხებს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, კილიანს „რეალი“ ეპატიჟებოდა, მაგრამ ტრანსფერზე უარი განაცხადა.

ცნობისთვის, კოლოსალური ანაზღაურების გარდა, მბაპეს სხვა პრივილეგიებიც აქვს. მაგალითად, მას თავისუფლად შეუძლია მოითხოვოს კონკრეტული ფეხბურთელის გუნდიდან გაშვება. ასევე, მონაწილეობა მიიღოს მთავარი მწვრთნელის შერჩევის პროცესში.

ეს ფაქტი კი, რა თქმა უნდა, სხვა თანაგუნდელებს არ მოსწონთ და ამის გამო არაერთი კონფლიქტი გაღვივებულა. მაგალითად, დღეს გავრცელდა ვარჯიშის კადრები, სადაც მბაპე მესის ბურთის მიღების საშუალებას არ აძლევს და უხეშად შორს ურტყამს. მედიაში ეს მათ ახალ დაპირისპირებად მოინათლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტრაქტს ვერ ათანხმებენ | მესი პსჟ-ს დატოვებასთან ახლოსაა
კონტრაქტს ვერ ათანხმებენ | მესი პსჟ-ს დატოვებასთან ახლოსაა