ერიკ სპოელსტრა, ტაილერ ჰირო
Aa
Aa

Eminem-ის, 50 Cent-ისა და Snoop Dogg-ის ვიდეოები აჩვენა - სპოელსტრას მეთოდი მოტივაციისთვის

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი დასასრულს უახლოვდება და „მაიამი ჰიტი“ მე-6 ადგილისთვის იბრძვის, რათა პლეი ინის ტურნირში თამაშს თავი აარიდოს. ფლორიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ სპოელსტრამ კალათბურთელებისთვის მოტივაციის ამაღლება სცადა და ამისთვის უცნაური მეთოდი გამოიყენა.

Miami Herald-ის ჟურნალისტის, ბარი ჯექსონის ინფორმაციით, სპოელსტრამ „მაიამის“ მოთამაშეებს ცნობილი რეპერების, Eminem-ის, Snoop Dogg-ისა და 50 Cent-ის ახალგაზრდობის ვიდეოები აჩვენა. სპოელსტრას მიზანი იყო, კალათბურთელებს დაენახათ, რეპის ლეგენდებმა საიდან დაიწყეს, რა პირობებში ქმნიდნენ მუსიკას და როგორი გზა გაიარეს.

ჯექსონის მიხედვით, „მაიამის“ თავკაცი მსგავს მეთოდებს ყოველწლიურად იყენებს და მისმა ქმედებამ გუნდის ერთ-ერთ ლიდერზე, ტაილერ ჰიროზე დიდი გავლენა მოახდინა. სპოელსტრას იმედი აქვს, რომ კალათბურთელებს სათანადო რეაქცია ექნებათ და პროგრამა მინიმუმს შეასრულებენ, რომელიც პლეი ინის ტურნირისთვის თავის არიდებაა.

შეგახსენებთ, რომ „მაიამი“ მომდევნო შეხვედრას 5 აპრილს, თბილისის დროით, 03:00-ზე გამართავს და დასავლეთ კონფერენციის აუტსაიდერს, „დეტროიტ პისტონსს“ დაუპირისპირდება. „ჰიტი“ მეექვსე ადგილზე მყოფ „ბრუკლინ ნეთსს“ 2 მოგებით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რატომ დამარცხდა ნაპოლი | არიგო საკის ვერდიქტი
რატომ დამარცხდა ნაპოლი | არიგო საკის ვერდიქტი