გიორგი გველესიანი
Aa
Aa

მე-7 გოლი სეზონში - გველესიანმა პერესპოლისს მოაგებინა

სპარსეთი ყურის პრო ლიგის (ირანი) 24-ე ტურში გიორგი გველესიანის „პერსეპოლისმა“ გასვლით შეხვედრაში „რაფსაჯანს“ 1:0 მოუგო და ეს ქართველი ლეგიონერის გოლით მოახერხა.

ტრადიციულად გველესიანი სასტარტო შემადგენლობაში იყო. ქართველმა მცველმა 30-ე წუთზე თერთმეტმეტრიანის შესრულება ითავა და ზუსტი დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა.

გველესიანისთვის ეს მიმდინარე სეზონში ჩატარებული 25-ე შეხვედრა იყო. მის ანგარიშზე უკვე 7 გოლია, რაც ცენტრალური მცველისთვის ძალიან კარგი მაჩვენებელია.

გველესიანის გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის. „პერსეპოლისი“ 24 ტურის შემდეგ 48 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ სეფაჰანს 3 ქულით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ გველესიანი რამდენიმე დღის წინ, ირანის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის საუკეთესო მცველად დაასახელეს, რასაც სოციალურ ქსელში ფეხბურთელის პოსტი მოჰყვა, სადაც წერდა, რომ ეროვნულ ნაკრებში გამოუძახებლობის გამო იმედგაცრუებულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აშკარა შეცდომები! რამდენად სწორ გზაზე ვართ? ნაკრების ანალიზი
აშკარა შეცდომები! რამდენად სწორ გზაზე ვართ? ნაკრების ანალიზი