მესი ბრუნდება? - „იმედი მაქვს ბარსაში კიდევ ვიხილავთ“ - ამბობს ჩავი
Aa
Aa

მესი ბრუნდება? - „იმედი მაქვს ბარსაში კიდევ ვიხილავთ“ - ამბობს ჩავი

მესის პარიზული კარიერა შესაძლოა მალე დასრულდეს. როგორც ესპანური პრესა წერს, ლეოს პსჟ-სგან ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით წინადადება 2 თვეა გაგზავნილი აქვს, თუმცა არგენტინელი პასუხის გაცემას არ ჩქარობს.

ესპანურმა Mundo Deportivo-მ დღეს დაწერა, რომ მესი „ბარსელონაში“ დაბრუნებას განიხილავს.

წყარო წერს, რომ „ბარსელონაში“ მომდევნო სეზონისთვის შემადგენლობას უკვე რამდენიმე კვირაა გეგმავენ და მესის გუნდში დაბრუნებასაც აქტიურად განიხილავენ.

ესპანური გამოცემა წერს, რომ მესიმ „ბარსას“ ფეხბურთელებთან საუბრისას კლუბში დაბრუნების სურვილი უკვე დაადასტურა. ლეო ჩავისაც ესაუბრა და „ბლაუგრანას“ მთავარი მწვრთნელი „ლა პულგას“ მის გუნდში უკვე მოიაზრებს.

„იმედი მაქვს მესის ბარსელონაში კიდევ ვიხილავთ. ეს მისი ცხოვრების კლუბია“.

- ამბობს ჩავი.

მესის შესაძლო დაბრუნებაზე „ბარსელონას“ ვიცე-პრეზიდენტმა რაფა იუსტემაც ისაუბრა.

„მესის გარემოცვასთან კონტაქტი გვაქვს. ლეომ იცის, თუ რამდენად ვაფასებთ მას. მის დაბრუნებას კლუბში მივესალმებით. იმედი გვაქვს, გამოვძებნით გზას, რომ მესის კარიერა ბარსელონაში გაგრძელდეს. ყველა ლამაზი ისტორია კარგად უნდა დასრულდეს“.

- ამბობს იუსტე.

ბოლო კვირებში მოვლენები იმ მიმართულებით განვითარდა, რომ ლეო მართლაც „ბარსელონას“ უახლოვდება და პირიქით, პსჟ-ს ნელ-ნელა შორდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფილიპო გალი: „შეგვიძლია, ნაპოლის ჩვენი თამაში მოვახვიოთ“
ფილიპო გალი: „შეგვიძლია, ნაპოლის ჩვენი თამაში მოვახვიოთ“