მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

რუსი მებრძოლი: „დვალიშვილი ნურმაგომედოვთან ახლოსაც ვერ მივა“

MMA-ის რუსმა მებრძოლმა, ივან შტირკოვმა მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის პოტენციურ დაპირისპირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველ მებრძოლს ხაბიბის ბიძაშვილთან შანსი არ ექნება.

რას ამბობს შტირკოვი:

რეალურად, უმარი ძალიან კარგია. მერაბისა და პიოტრ იანის ბოლო ბრძოლას თუ განვიხილავთ, გარკვეული ნიუანსების გათვალისწინებით ვიტყვი, რომ დვალიშვილი ნურმაგომედოვთან ახლოსაც ვერ მივა, ის მისი დონის არ არის. უმარი ამ ბრძოლას დაუფიქრებლად მიიღებს, რადგან მერაბი მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ჩვენს მებრძოლი ძალიან კარგად ჩხუბობს და მეტოქეს თავის სტილს მარტივად შემოახვევს თავს. ამის გარდა, მას დარტყმაც საკმაოდ ძლიერი აქვს და მერაბს ამითაც სჯობია. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ნურმაგომედობვს არასდროს ჩაუტარებია 5-რაუნდიანი ორთაბრძოლა, მერაბს კი ცოტა ხნის წინ ჰქონდა. ერთადერთ კითხვისნიშანს ეს გარემოება აჩენს. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ ხაბიბის მიდგომას მსგავსი ფუნქციური ვარჯიშებისადმი და მათ გამოცდილებას ხუთრაუნდიან ბრძოლებში, ვფიქრობ, უმარს პრობლემები არ ექნება. ამ ბრძოლაში ფსონს უმარზე დავდებ.

საგულისხმოა, რომ „მანქანა“ რამდენიმე დღის წინ უმარ ნურმაგომედოვის გამოწვევას დათანხმდა და იყო ვარაუდი, რომ ბრძოლა ზაფხულში უნდა გამართულიყო, თუმცა დვალიშვილს ხელის ტრავმა აღმოაჩნდა, რის გამოც შეხვედრის ორგანიზება ვეღარ შედგა.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი ბოლოს რუს პიოტრ იანს ეჩხუბა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მომდევნო მეტოქე ცნობილია! - თოფურია ხუთ რაუნდს იჩხუბებს
მომდევნო მეტოქე ცნობილია! - თოფურია ხუთ რაუნდს იჩხუბებს