მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

„ნურმაგომედოვთან შანსი არ ექნება“ - სეხუდო დვალიშვილზე

UFC-ში ორი წონითი კატეგორიის ყოფილი ჩემპიონი, ჰენრი სეხუდო მერაბ დვალიშვილს ურჩევს, რომ უმარ ნურმაგომედოვთან არ იჩხუბოს და ძალები ისეთ მებრძოლთან გამოცადოს, როგორიცაა კორი სენდჰეგენი.

რას ამბობს სეხუდო:

თუ ამ დივიზიონში არის ისეთი მებრძოლი, რომელიც ჩემს გარდა მერაბს საფრთხეს შეუქმნის, ეს უმარ ნურმაგომედოვია. საინტერესოა, მიუშვებს თუ არა მერაბი მას ახლოს და დათანხმდება, თუ არა ისეთ მებრძოლთან დუელს, რომელმაც ძალიან კარგად იცის როგორ დაიცვას თავი წელსქვემოთ.

მისთვის, ერთადერთი რეალური ვარიანტი კორი სენდჰეგენი. წარსულში ვნახეთ, რა უქნა პიოტრ იანმა მას, შემდეგ კი დილაშოუმ. შესაბამისად, დვალიშვილის ადგილზე ბევრად მარტივ გზას ავირჩევდი, ანუ ჩხუბს სენდჰეგენი.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი ბოლოს რუს პიოტრ იანს ეჩხუბა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.

საგულისხმოა, რომ „მანქანა“ რამდენიმე დღის წინ უმარ ნურმაგომედოვის გამოწვევას დათანხმდა და იყო ვარაუდი, რომ ბრძოლა ზაფხულში უნდა გამართულიყო, თუმცა დვალიშვილს ხელის ტრავმა აღმოაჩნდა, რის გამოც შეხვედრის ორგანიზება ვეღარ შედგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სახეს დაგინგრევ“ - მერაბმა კინაღამ MMA-ის გულშემატკივართან იჩხუბა
„სახეს დაგინგრევ“ - მერაბმა კინაღამ MMA-ის გულშემატკივართან იჩხუბა