ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

„იმედია, ეს ტრავმა ბოლო იქნება“ - კიტეიშვილი შტურმის ვებგვერდს ესაუბრა

საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელი, ოთარ კიტეიშვილი ავსტრიული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა. „კიტემ“ საკლუბო ფეხბურთზე ილაპარაკა და იმედი გამოთქვა, რომ ტრავმები აღარასდროს შეაწუხებს.

შტურმზე

„შტურმში მე-5 სეზონის ვატარებ და ძალიან დიდი ხანია, ამ კლუბში ვთამაშობ. ბოლო 2.5 წელიწადს თუ ავიღებთ, დიდ დროდ არ მოგვეჩვენება, რადგან ტრავმა ბევრჯერ მივიღე, თუმცა, ნელ-ნელა უკეთეს გუნდთან ჩამოვყალიბდით და გავძლიერდით. წლეულს, კარგი პოზიცია გვიკავია და მომდევნო კვირას სეზონის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იწყება, რომლისთვისაც მზად უნდა ვიყოთ“.

ფეიენოორდთან ბოლო წუთზე გატანილ გოლზე

„ფეიენოორდთან გამართული მატჩი დაუვიწყარი თამაში იყო. ცვლილებაზე შევედი და ჩემი გოლით მოვიგეთ, რაც საოცრება გახლდათ. ის გოლი ხშირად მახსენდება და მის გამეორებებს ვუყურებ ხოლმე. როცა ჩემს სახეს ვხედავ, რომელიც გოლის აღნიშვნისას ვხედავ, ვხვდები, რომ ემოციები სრულად ვერ გადმოვეცი. ის გოლი და ფეიენოორდთან მატჩი ჩემი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი იყო. იმედი მაქვს, ჯანმრთელობის პრობლემები აღარ მექნება და ეს ტრავმა ბოლო იქნება. მინდა, მოტივირებული და ფოკუსირებული ვიყო და კლუბს ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო“.

შეგახსენებთ, რომ „კიტემ“ ავსტრიის ბუნდესლიგის 10 მატჩში 3 გოლი შეაგდო, 1 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ევროპა ლიგის 5 მატჩში 1 გოლი „ფეიენოორდს“ გაუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არანორმალურია“ | ხორხე მასვიდალი და ჯო როგანი ქართველ მანქანაზე
„არანორმალურია“ | ხორხე მასვიდალი და ჯო როგანი ქართველ მანქანაზე