ჩელსი, იულიან ნაგელსმანი
Aa
Aa

თუ პოტერს გაუშვებენ - ნაგელსმანი ჩელსის პირველი კანდიდატია

როგორც მოგეხსენებათ, „ბაიერნმა“ იულიან ნაგელსმანი გაათავისუფლა და მის ნაცვლად ტომას ტუხელი დანიშნა. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად იმუშავებს 35 წლის გერმანელი.

ამ საკითხთან დაკავშირებით კი Sky Sport Germany-ს გავლენიანი ჟურნალისტი ფლორიან პლატენბერგი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.

პლატენბერგი:

„ნაგელსმანის „ჩელსის“ შემოკლებულ სიაშია. ლონდონელებს პოტერთან თანამშრომლობა სურთ, მაგრამ მისი გათავისუფლების შემთხვევაში იულიანი მთავარი კანდიდატი იქნება. პოტერს კი ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნაგელსმანმა დაუყოვნებლივ დაიწყოს ახალი სამსახური.“

შეგახსენებთ, რომ გრეჰემ პოტერის ჩაბარების შემდეგ, „ჩელსიმ“ მნიშვნელოვანი წინსვლა ვერ განიცადა. ინგლისელ სპეციალისტთან ერთად „არისტოკრატებმა“ 30 მატჩი გაიმართეს, საიდანაც 12 მოიგეს, 10 წააგეს და 8 ფრედ დაასრულეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
SPORT: “გიუნდოგანის ბარსელონაში გადასვლა გარდაუვალია“
SPORT: “გიუნდოგანის ბარსელონაში გადასვლა გარდაუვალია“