ანტალიის გრანდ სლემი - საქართველოს შემადგენლობა ცნობილია
Aa
Aa

ანტალიის გრანდ სლემი - საქართველოს შემადგენლობა ცნობილია

თბილისის გრანდ სლემის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთის, კონკრეტულად კი ანტალიის გრანდ სლემზე იასპარეზებს. ცნობილია საქართველოს შემადგენლობა.

ლუხუმ ჩხვიმიანი(60 კგ), ლევან მატიაშვილი(+100კგ), ნიკა ხარაზიშვილი(-90კგ), ომარ საური(100კგ), ლუკა კაპანაძე(73კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი(-90კგ), სოფიო სომხიშვილი(+100კგ).

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ანტალიის გრანდ სლემზე საქართველოს დელეგაციამ 4 მედალი მოიპოვა, ხოლო გუნდურ ჩათვლაში ჩვენებურებმა პირველი ადგილი დაიკავეს.

ოქროს მედალს გურამ თუშიშვილი(+100კგ) და გიორგი ტერაშვილი(73კგ) დაეუფლნენ. ვერცხლის მედლის მეპატრონეები ლუკა მაისურაძე და ლუხუმ ჩხვიმიანი გახდნენ.

ცნობისთვის, ანტალიის გრანდ სლემი 31 მარტს დაიწყება და 2 თებერვალს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები