ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

„პროფესიონალი ფეხბურთელები არ მყავს“ - მონღოლეთის მწვრთნელის პრესკონფერენცია

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის დაპირისპირებისთვის ემზადება, რომელიც ნორვეგიის წინააღმდეგ, 28 მარტსაა ჩანიშნული, იქამდე, ჩვენმა გუნდმა ბათუმში, მონღოლეთს უმასპინძლა და ამხანაგური მატჩი ანგარიშით - 6-1 მოიგო.

იჩირო ოცუკა (მონღოლეთის მთავარი მწვრთნელი)

,,პირველი ტაიმით კმაყოფილი დავრჩი, როგორც შედეგით, ისე თამაშით. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ფეხბურთელები, მომზადების მხრივ, იდეალურ მდგომარეობაში არ არიან, მონღოლეთში ძალიან ცივა, ფეხბურთელები 6 თვე ისვენებენ, რადგან ტემპერატურის გამო, ჩემპიონატი ჩერდება ხოლმე. მომზადების კუთხით პრობლემები იყო, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მათ რამე არ მოინდომეს.

გულდასაწყვეტი იყო მე-3 გოლი, რომელიც 1 წუთში გავუშვით.  დისციპლინა და კონცენტრაცია დავკარგეთ, რაც საბოლოო ჯამში, კმაყოფილების შედეგს არ მაძლევს.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ჩვენ იაპონის შევხვდით და 14-0 წავაგეთ, იმ მომენტში მივხვდი, რომ უფრო მაღალი დონის გუნდებთან თამაში აუცილებელია.

მონღოლეთის ჩემპიონატი პროფესიულ ლიგად ფურცელზე ითვლება, თუმცა გუნდების უმეტესობა პროფესიონალი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული არაა. მონღოლეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ძლიერ გუნდებს უნდა ვეთამაშოთ, ამიტომ მათ მატჩი საქართველოსთან დაგეგმეს, რითაც ამით კმაყოფილი ვარ. საქართველოს ნაკრებს ძალიან ბევრი მაღალი დონის მოთამაშე ჰყავს".

აღსანიშნავია, რომ მონღოლეთმა ევროპული ნაკრების წინააღმდეგ ისტორიაში პირველად ითამაშა და ეს სწორედ საქართველოს წინააღმდეგ მოხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“შოტლანდიას სკამზე მანჩესტერის ფეხბურთელი უზის“ - ქეცბაია მარცხის შემდეგ
“შოტლანდიას სკამზე მანჩესტერის ფეხბურთელი უზის“ - ქეცბაია მარცხის შემდეგ