იულიან ნაგელსმანი
Aa
Aa

ნაგელსმანი მზადაა ტოტენჰემი ჩაიბაროს

იულინა ნაგელსმანის „ბაიერნიდან“ მოულოდნელად დათხოვნის შემდეგ, როგორც ცნობილია „რეკორდმაისტერი“ უკვე ტომას ტუხელმა ჩაიბარა. თავად ნაგელსმანი კი როგორც ჩანს უმუშევარი დიდხანს არ დარჩება.

Sky Sports-ის ცნობით, ნაგელსმანი „ტოტენჰემთან“ მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს და მზადაა ლონდონური კლუბი ჩაიბაროს.

„ტოტენჰემი“ მალე კონტეს დათხოვნას გეგმავს, რომელმაც ცოტა ხნის წინ, კლუბსა და გუნდს შეურაცხყოფა მიაყენა და პრესასთან საჯაროდ ისაუბრა. ამის შემდეგ, „დეზები“ იტალიელი სპეციალისტის დათხოვნას განიხილავენ, მის შემცვლელს კი უკვე მიაგნეს.

„დეზები“ ნაგელსმანის დანიშვნას 2019 წელსაც ცდილობდნენ, როცა გუნდიდან მაურისიო პოჩეტინო დაითხოვეს. მეორე მცდელობა მოურინიოს დათხოვნის შემდეგ ჰქონდათ, თუმცა კვლავ ამაოდ. ამჯერად, ლონდონელები გერმანელის მესამედ გადაბირებას შეეცდებიან და შანსებიც გაცილებით კარგი აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იოზილი: „რონალდუ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია“
იოზილი: „რონალდუ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია“