ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ოსიმენი: მინდა აქ დავრჩე - სპალეტის მენტალიტეტში სწორედ ეს მიყვარს...

ნაპოლის ცხრიანმა ვიქტორ ოსიმენმა იტალიურ პრესასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა და კლუბში მის წლებზე, ასევე მიმდინარე სეზონსა და სპალეტიზე ისაუბრა.

„ევროპაში ჩემი თავგადასავლის დასაწყისში ბევრი პრობლემა მქონდა. გერმანიაში ჩასვლისთანავე ოპერაცია გავიკეთე. სამჯერ მარჯვენა მუხლზე, შემდეგ მხარზე. ამ ყველაფრის გავლის შემდეგ გავხდი ის, ვინც დღეს ვარ.

მას შემდეგ, რაც იტალიაში ჩავედი ყველაფერი შეიცვალა. იტალიაში ჯერ კოვიდი მქონდა, შემდეგ მარჯვენა ხელის ტრავმა, რამაც თითქმის სამი თვე გამომატოვებინა. რთული მომენტები გამოვიარე. საკუთარი თავის ყოველთვის მჯეროდა და იმედი მქონდა, რომ დავბრუნდებოდი უფრო ძლიერი, ვიდრე ადრე. ყველაფერი რაც დამემართა, ამან ჩემი ცხოვრება განსაზღვრა.

2020 წლის შემდეგ სეზონი ჩემთვის ფანტასტიკური იყო. შკრინიართან შეჯახების შემდეგ სახის ოპერაცია გავიკეთე. ბედნიერი ვარ, რომ იმ რთულ დროს ჩემი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ვიყავი. ახლა კარგად ვარ და ნიღბით სიამოვნებით ვთამაშობ.

ჩვენ ვიბრძვით ჩემპიონობისთვის, რომელიც მალე რეალობად იქცევა. მე სპალეტის მენტალიტეტი მიყვარს. მას არ სჯერა რაღაცის, რომ ეს გაკეთდება, იქამდე, სანამ არ ნახავს, რომ ყველაფერი ნამდვილად შესრულებულია. ასეთი მიდგომა მთელს გასახდელზე გადამდები გახდა. ჩვენთან არავინ გამოდის და ამბობს, რომ ყოჩაღები ვართ. ვარჯიშებზე ისე ვიხარჯებით, თითქოს სერია A-დან გავარდნის საფრთხე გვემუქრება და თავი უნდა გადავირჩინოთ. სწორედ ეს არის ამ გუნდის მთავარი საიდუმლო და მენტალიტეტი.

ნაპოლი? ეს ცალკე ქვეყანაა! აქ ისეთი განცდა მეუფლება, რომელსაც სხვაგან ვერ ნახავ. როცა ნაპოლიში სათამაშოდ გადადიხარ ხვდები, თუ რატომ რჩება აქ ხალხი ამდენი ხნით. ამ ხალხის სიყვარული წარმოუდგენელია, მათ ფეხბურთი ძალიან უყვართ. ნახეთ როგორ კერპებად აქცევენ ისინი ფეხბურთელებს. მსგავსი არსად არაფერი მინახავს.

ნეაპოლი განსაკუთრებული ადგილია და მინდა, რომ აქ დავრჩე. მადლობელი ვარ ნეაპოლელთა სიყვარულის და ერთადერთი გზა, რითაც მათ მადლობა უნდა გადავუხადო, არის მოედანზე მათი გახარება და ყველას ოცნების ასრულება“.

ოსიმენის ამ ინტერვიუს შემდეგ, დიდია იმის შანსი, რომ მომდევნო სეზონში მისი და კვარაცხელიას დუეტი „დიეგო მარადონაზე“ კვლავ ვიხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ნაცისტებთან მებრძოლ ცრუ ცხრიანიდან ტოტიმდე და მესიმდე - BONUS კვარა და ლიგა
ნაცისტებთან მებრძოლ ცრუ ცხრიანიდან ტოტიმდე და მესიმდე - BONUS კვარა და ლიგა