ფიგურული ციგურაობა, ანასტასია გუბანოვა
Aa
Aa

ფიგურული ციგურაობა | ანასტასია გუბანოვა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია!

იაპონიის ქალაქ საიტამაში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ერთეულთა ჩათვლაში დღეს ანასტასია გუბანოვამ იასპარეზა.

20 წლის მოციგურავე ტურნირზე 30-ე ნომრად იყო განთესილი და აუდიტორიის წინაშე მოკლე პროგრამით წარსდგა. ტექნიკურ ელემენტებში გუბანოვას 32.49 ქულა ერგო, პრეზენტაციაში კი 32.91 ქულით შეფასდა.

 

საერთო ჯამში ანასტასიამ 65.40 ქულა მიიღო და მოკლე პროგრამაში მე-11 ადგილი დაიკავა, რის შედეგადაც ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

გოგონებს შორის, თავისუფალ პროგრამაში შეჯიბრი 24 მარტს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ დღესვე, საქართველოს სახელით მსოფლიო ჩემპიონატზე წყვილთა ჩათვლაში კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ იასპარეზეს, რომელმაც მე-14 ადგილი დაიკავეს და ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები