ილია თოფურია, ბრაიან ორტეგა, ჯოშ ემეტი
Aa
Aa

ვინ იქნება ილიას მომდევნო მეტოქე | ორი ვარიანტი განიხილება

UFC-ის ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას მწვრთნელმა, ხორხე კლიმენტმა „ელ მატადორის“ გეგმებზე ისაუბრა. კლიმენტის თქმით, თოფურიას სურს, 8 ივლისს იჩხუბოს და ამ მომენტისთვის, ორი მებრძოლის კანდიდატურა განიხილება.

„8 ივლისი არის თარიღი, რომლითაც დაინტერესებულნი ვართ. ილიას ორი ვარიანტი აქვს და ჯოშ ემეტზე და ბრაიან ორტეგაზე ვფიქრობთ. თოფურიას წინააღმდეგ ჩხუბი ორივე მებრძოლს შესთავაზეს და ეს რამდენიმე დღის წინ მოხდა. პასუხი ჯერ არ მიგვიღია და იმედი გვაქვს, ერთ-ერთი მათგანი დაგვთანხმდება”.

ცნობისთვის, ჯოშ ემეტს კარიერაში 21 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 18 მოგება და 3 წაგებაა. ემეტი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მე-5 პოზიციას იკავებს და ბოლოს იაირ როდრიგესთან იჩხუბა, რომელთანაც მახრჩობელა ილეთით დამარცხდა. ბრაიან ორტეგას რაც შეეხება, მის ანგარიშზე 15 მოგება და 3 წაგებაა. ორტეგას ზედიზედ 2 ბრძოლაა არ მოუგია და ტოპ 15-ში მე-3 გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ „ელ მატადორს“ კარიერაში 13 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 13 მოგებაა. იგი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 10-ში იმყოფება და მე-9 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან გამაკვირვა, მასზე არაფერი ვიცოდი“ - გრეგ პოპოვიჩმა მამუ შეაქო
„ძალიან გამაკვირვა, მასზე არაფერი ვიცოდი“ - გრეგ პოპოვიჩმა მამუ შეაქო